ივნისი ისრაელის არმიისთვის ყველაზე სისხლიანი თვე იყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2025 წლის ივნისი ისრაელის არმიისთვის წლის დასაწყისიდან ყველაზე სისხლიანი თვე იყო, ღაზას სექტორში ბრძოლებში 20 ჯარისკაცი დაიღუპა, იუწყება ისრაელის გაზეთი „იედიოთ აჰრონოთი“. ირანთან კონფლიქტის ესკალაციის მიუხედავად, დანაკარგების ძირითადი ნაწილი ჰამასთან ბრძოლებში მოხდა და არა ირანის ფრონტზე, 20 ჯარისკაციდან 15  ჯარისკაცი   24 ივნისს ხან იუნუსში დაიღუპა.

ივნისის დასაწყისიდან ღაზას სექტორში 20 ისრაელელი ჯარისკაცის დაღუპვამ ის ისრაელისთვის 2025 წლის დასაწყისიდან ყველაზე სისხლიანი თვე გახადა, იუწყება ისრაელის მედია.

ისრაელის არმიისთვის ივლისი ახალი დანაკარგებით დაიწყო: ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, რეხოვოტიდან მე-7 ჯავშანტექნიკის ბრიგადის ტანკისტი სერჟანტი იანივ მიხალოვიჩი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის შედეგად დაიღუპა. იმავე ბრძოლაში მძიმედ დაიჭრნენ ტანკის მეთაური და ბატალიონიდან კიდევ ერთი ჯარისკაცი. განაგრძეთ კითხვა…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ივნისი ისრაელის არმიისთვის ყველაზე სისხლიანი თვე იყო. 3 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისრაელის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi