პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაევროკავშირის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენი COVID-19 ვაქცინების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის დამალვაში...

ევროკავშირის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენი COVID-19 ვაქცინების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დამნაშავედ ცნო

ევროკავშირის სასამართლომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი 2021-2023 წლებში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვის შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო დამნაშავედ ცნო.

ფონ დერ ლაიენს სასამართლოში ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა უჩივლა. 2023 წელს გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი კომპანია Pfizer-ის დირექტორთან ალბერტ ბურლასთან ევროკავშირისთვის 30 მილიარდი ევროს ოდენობის ვაქცინების შესყიდვის თაობაზე სმს-მიმოწერას აწარმოებდა.

გაზეთის თხოვნაზე, გაესაჯაროებინა მიმოწერა, ფონ დერ ლაიენმა უარი განაცხადა, რის გამოც The New York Times-მა მას სასამართლოში უჩივლა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმოწერის გასაჯაროებაზე უარის თქმის არანაირი უფლება არ ჰქონდა.

  „არავის არასდროს მოვუკითხივარ, ამაგი რომ გაქვს, რა მოხდებოდა დაბადების დღე ერთხელ მოელოცათ, ღვთის ძალამ და მცხეთის მადლმა გადამარჩინა...“ – თათა ვარდანაშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი