ევროკავშირის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენი COVID-19 ვაქცინების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დამნაშავედ ცნო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ევროკავშირის სასამართლომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი 2021-2023 წლებში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვის შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო დამნაშავედ ცნო.

ფონ დერ ლაიენს სასამართლოში ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა უჩივლა. 2023 წელს გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი კომპანია Pfizer-ის დირექტორთან ალბერტ ბურლასთან ევროკავშირისთვის 30 მილიარდი ევროს ოდენობის ვაქცინების შესყიდვის თაობაზე სმს-მიმოწერას აწარმოებდა.

გაზეთის თხოვნაზე, გაესაჯაროებინა მიმოწერა, ფონ დერ ლაიენმა უარი განაცხადა, რის გამოც The New York Times-მა მას სასამართლოში უჩივლა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმოწერის გასაჯაროებაზე უარის თქმის არანაირი უფლება არ ჰქონდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ევროკავშირის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენი COVID-19 ვაქცინების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დამნაშავედ ცნო. 14 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროკავშირის-სასამართლო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi