საქართველოში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასები გავრცელდა. ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია საგანგაშო ნიშნულზეა, განსაკუთრებით მძიმე ვითარება დედაქალაქის რამდენიმე უბანში და რეგიონებშია. სამხრეთიდან მავნე ნივთიერებების ნაკადის შემოსვლა 6 ნოემბრიდან დაფიქსირდა.
გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, პიკი შედარებით გადავლილია, თუმცა, სიტუაცია მაინც საყურადღებო რჩება. ალერგია, პრობლემები გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებში, თვალებზე უარყოფითი ზემოქმედება – ეს იმ ჩივილების ჩამონათვალია, რომლებიც ჰაერში მტვრის შემცველობის გადაჭარბებას ახლავს.
განსაკუთრებულ რისკჯგუფებში ორსულები და მცირეწლოვნები არიან.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი განმარტავს, რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს ამის გამო ჯანმრთელობას.
„არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები. მოკლევადიანი შედეგები შეიძლება იყოს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება, უცებ წამოხველება, ალერგიული რეაქციების გამწვავება.
რაც შეეხება გრძელვადიან შედეგებს, თუ ეს დიდი ხანი გაგრძელდა, ბუნებრივია, შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა პათოლოგია, იგივე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ა.შ.“ – ამბობს პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). განსაკუთრებით მძიმე ვითარება დედაქალაქის რამდენიმე უბანში და რეგიონებშია – ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც ჰაერის მტვრით დაბინძურება იწვევს. 18 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/განსაკუთრებით-მძიმე-ვითა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T20:41:43+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
