შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ინტერნეტ მომსახურებაზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს“ - ComCom: "მაგთიკომმა" ტარიფის გაძვირების...

„ინტერნეტ მომსახურებაზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს“ – ComCom: “მაგთიკომმა” ტარიფის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად წარმოადგინა

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, კომპანია “მაგთიკომის” მიერ ნახევარ მილიონამდე აბონენტისთვის ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებაზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“მაგთიკომის” განცხადებით, 2025 წლის 1 აგვისტოდან, იმ მომხმარებლებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით სარგებლობენ, მომსახურების ტარიფი 3 ლარით გაუძვირდებათ. ეს ცვლილება კი ComCom-ის ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით 496,168 აბონენტს შეეხება. კომპანიის მხრიდან ტარიფის გაზრდა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურების ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით ისედაც გაცილებით მაღალია. მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია საკითხს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეისწავლის. ამასთან, კომუნიკაციების კომისია დააკვირდება სხვა კომპანიების ქმედებებსაც, შეუერთდებიან თუ არა “მაგთიკომის” დაანონსებულ ცვლილებას და მიიღებენ თუ არა ტარიფების ზრდის შესახებ გადაწყვეტილებებს.

გაზრდილი ტარიფების პირობებში, თუ ამ გადაწყვეტილების შემდეგ “მაგთიკომი” არცერთ აბონენტს არ დაკარგავს, ComCom-ის დაანგარიშებით კომპანია ყოველთვიურად 1,159,874 ლარს მიიღებს, რითაც მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 13,918,485 ლარით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ 2024 წელს გამოაქვეყნა “ბენჩმარკინგის” კვლევა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში არსებული ტელეკომ მომსახურებების ტარიფები, ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებს იყო შედარებული. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასები ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებდა, ხოლო დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური, ან უფრო იაფი იყო. კერძოდ: ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი – 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში – 17%-ით დაბალი იყო. მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტები კი, ევროპულთან შედარებით, მნიშვნელოვნად ძვირი იყო. კერძოდ: 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპული ქვეყნების საშუალო ფასს 136%-ით აღემატებოდა.

  მუზეუმები თბილისში

აქვე აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ გასულ წელს დაასრულა საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორის “კომპლექსური კვლევის” პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, “მაგთიკომი” როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ საბითუმო ბაზრებზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოვლინდა, ვინაიდან მას სხვა კომპანიებთან შედარებით, აბონენტების, ინფრასტრუქტურისა თუ შემოსავლების კუთხით, მნიშვნელოვნად დიდი უპირატესობა ჰქონდა. სწორედ იმისთვის, რომ ბაზარზე კონკურენცია გაუმჯობესებულიყო, ხოლო მომხმარებლებს მრავალფეროვანი არჩევანი და უკეთესი სერვისი მიეღოთ, ComCom-მა მაგთიკომს სხვადასხვა სახის ვალდებულებები განუსაზღვრა, რომლის აღსრულებაზე მუშაობაც ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს.

საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს “მაგთიკომმა” ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე “ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე” გაუზარდა. კერძოდ, 30 მბ/წმ-იანი პაკეტი – 50-იანი, 50 მბ/წმ-იანი პაკეტი კი 80 მბ/წმ-იანი გახადა. შესაბამისად, გაუქმდა 30 მბ/წმ-იანი პაკეტი. დღევანდელი მდგომარეობით კი, ის აბონენტები, რომლებიც 30 მბ/წმ-იან პაკეტს ყიდულობდნენ, დარჩნენ არჩევანის გარეშე – გადაიხადონ ნაკლები ინტერნეტის სიჩქარეში და იძულებულნი არიან, 50 მბ/წმ-იანი სიჩქარის პაკეტები გაზრდილი ფასებით შეიძინონ, რაც მათ არჩევანს მნიშვნელოვნად უზღუდავს,” – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.