შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიდიეტა იტალიურად: როგორ მივირთვათ გემრიელად ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ

დიეტა იტალიურად: როგორ მივირთვათ გემრიელად ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ

“ჩემი ფიგურა ჩემი მშობლებისა და სპაგეტის დამსახურებაა. მაკარონის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ყოველდღე ვჭამ და საერთოდ არ ვსუქდები.” – ეს სიტყვები სოფი ლორენს ეკუთვნის. იტალიელებს გემრიელად ჭამა ძალიან უყვართ, თუმცა, როგორც წესი, ისინი შესანიშნავად და მოხდენილად გამოიყურებიან. დღეს რამდენიმე საიდუმლოს გაგიზიარებთ, რომელთა გამოც ისინი შესანიშნავ ფიგურას ინარჩუნებენ და ამავდროულად, არც საყვარელ პროდუქტებზე ამბობენ უარს:

მცირე ულუფები

იტალიელები, როგორც წესი, მცირე ულუფებით იკვებებიან. ჩერდებიან იქამდე, ვიდრე სისავსეს იგრძნობენ და შემდეგ საკვებს ფინჯან ყავას აყოლებენ. მათი რაციონი საკმაოდ დაბალანსებულია, შეიცავს ნახშირწყლების საჭირო რაოდენობას, მდიდარია თევზის, ქათმის ხორცით და წითელ ხორცთან სიფრთხილეს იჩენენ.

მხოლოდ ზეითუნის ზეთი

იტალიაში ზეითუნის ზეთს “თხევად ოქროს” უწოდებენ. სწორედ მასზეა დაფუძნებული ეროვნული კერძების უმრავლესობა. მას უმატებენ სოუსებს, სალათებს, პროდუქტებს, აბსოლუტურად ყველაფერში, სადაც ცხიმია საჭირო, ზეითუნის ზეთს მიმართავენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ჯანსაღია, ადეკვატური ზომის დაცვა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

საუზმე აუცილებელი კომპონენტია

იტალიელები მიიჩნევენ, რომ დილის საუზმე აუცილებელი კომპონენტია, რომ ადამიანმა თავი მხნედ იგრძნოს და შემდეგ საათებში უკონტროლო კვებას არ მიმართოს. როგორც წესი, მათი საუზმე ფინჯანი ყავისა და პატარა ფუნთუშასაგან შეგდება.

ახალი პროდუქტები

ახალი თევზი, პომიდორი, მწვანილი, არტიშოკი, კაპერსი, ბადრიჯანი, ყაბაყი და დიდი ლიმონები წარმოუდგენლად გემრიელი და ჯანსაღი კერძების საფუძველს ქმნის, განსაკუთრებით, სამხრეთ იტალიაში.

მინერალური წყალი

იტალიელები შაქრიან გაზიან სასმელებს მაქსიმალურად ერიდებიან. კვების დროს კი ერთ ჭიქა მინერალურ წყალზე უარს არ ამბობენ. ისინი თვლიან, რომ მინერალური წყალი საჭმლის მონელებას ხელს უწყობს.

პიცა, მაგრამ არა ყოველდღე!

რა თქმა უნდა, იტალიელები პიცას ყოველდღიურად არ მიირთმევენ. როგორც წესი, ისინი შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად იკრიბებიან და მაშინ ამზადებენ. ხშირად კი ყველისა და ბოსტნეულის პიცას ჭამენ და შებოლილ პროდუქტებზე უარს ამბობენ.

მსუბუქი ვახშამი

იტალიელები ცდილობენ, რომ ვახშამი მაქსიმალურად მსუბუქი იყოს. მიირთმევენ წვნიანებს, შესაძლოა, მაკარონიც იყოს მცირე ულუფით, ბოსტნეულსა და მარტივ კომბინაციებს.

  თიკა ჯამბურიას ახალი წამოწყება

არანაირი დიეტა

იტალიელებს ჩამოწერილი დიეტები არ უყვართ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ადამიანს წონაში დაკლება სურს, შემწვარ საკვებს, ცომეულს უნდა მოერიდოს, მიირთვას ბევრი ბოსტნეული, დააბალანსოს ნახშირწყლების რაოდენობა და უარი თქვას მაღალკალორიულ სოუსებზე.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი