„ცაჰალი“: ისრაელმა 60 თვითმფრინავით ირანზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს 60 საბრძოლო თვითმფრინავის მონაწილეობით ირანზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

დარტყმების უმეტესობა, „ცაჰალის“ ინფორმაციით“, ირანის დედაქალაქ თეირანზე განხორციელდა. საჰაერო იერიშის შედეგად განადგურებულია ათობით სამიზნე. მათ შორისაა რაკეტების საწარმოები, ირანის კვლევითი ცენტრების შტაბ-ბინები, სადაც ბირთვულ იარაღზე მუშაობა მიმდინარეობდა.

დაბომბილ ობიექტებს შორის არის აგრეთვე საწარმოები, რომლებიც რაკეტების კომპონენტებსა და მათი ძრავებისთვის საჭირო ნედლეულს ამზადებდნენ.

ამასთან ერთად, გასულ ღამეს ისრაელმა ირანიდან გაშვებული რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ცაჰალი“: ისრაელმა 60 თვითმფრინავით ირანზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. 20 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ცაჰალი-ისრაელმა-60-თვითმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi