დაალბეთ მაწონში შვრია და დაუმატეთ ეს პროდუქტები… – მარი მალაზონია საუკეთესო საუზმის რეცეპტს გვიზიარებს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი” საუზმის საუკეთესო ვარიანტებს გვთავაზობს და წარმოგვიდგენს პროდუქტების ისეთ კომბინაციებს, რომლებიც იდეალურია საუზმნისთვის.

– საუზმე გახლავთ ის, რასაც უზმოდ, ახალგაღვიძებულზე მივირთმევთ. რატომ არის მნიშვნელოვანი საუზმე?

საუზმით ვაფხიზლებთ ჩვენს საჭმლის მომნელებენ სისტემას, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ეძინა,
ვაღვიძებთ ჩვენს მეტაბოლიზმს და მთლიანად ორგანიზმს.
საუზმის კომპონენტები საუკეთესო სტიმულია ჩვენი ტვინისთვის -ის მთელი ღამოს შიმშილის შემდეგ პირველ ულუფას იღებს.
საუზმე აწესრიგებს შაქრის დონეს
საუზმის მიღებით თავიდან ავიცილებთ სიმსუქნეს. რეგულარულად გამოტოვებული საუზმე ჭარბი წონის დაგროვების ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზია.

რა არის ჩვენი ორგანიზმისთვის საუკეთესო საუზმე?

- Advertisement -
Ad imageAd image

ვიწყებთ წყლით, რომელიც საუზმემედე 15-20 წუთით ადრე უნდა მივიღოთ.მაწონი საუზმედ გადმოიტანეთ, რადგან ის უნიკალური ცილოვანი ნაკრებია, რომელსაც ადამიანი ძალიან სწრაფად და მარტივად ითვისებს. მასში კალცისა და D ვიტამინის გარდა არის პრობიოტიკები, პრებიოტიკები და პოსტბიოტიკები. მაწონში შეიძლება ჩავყაროთ შვრია და დავაყოვნოთ, რათა დალბეს. უკეთესი იქნება, თუ ამას წინა საღამოს გააკეთებთ. ამას შეიძლება დავამატოთ კენკრა, რომელიც ანტიოქსიდანტებით გამოირჩევა. დამატკბობლად და გემოსთვის შეგიძლიათ შეურიოთ ბანანი, ჩირი, თხილეული, სხვადასხვა თესლი, მაგალითად, გოგრის.უმჯობესია ჩაი ან ყავა საუზმიდან 2 საათიანი ინტერვალით მიიღოთ, რათა არ შეაფერხოს კალციუმის ათვისება.ჩაის ნაყენი შეგვიძლია სხვა კომბინაციაში გამოვიყენოთ. მაგალითად, კვერცხთან ერთად, რომელიც ცილისა და ქოლონის მდიდარი წყაროა. მასში მზა სახითაა D ვიტამინი, A ვიტამინი. კვერცხი შეგვიძლია გამოვიყენოთ ფუძედ და ჩავრთოთ მასში ბოსტნეული. ერბოკვერცხში შეიძლება ჩავრთოთ პამიდორი, შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, ისპანახის ფოთოლი. ზემოდან მოსაყრელად გამოვიყენოთ მზესუმწირის თესლი ან ავოკადო, რომელსაც უკვე მცენარეულ კარაქს უწოდებენ. ასევე შეგვიძლია მივაყლოთ სალათის ფოთოლი ცოტა დახეხილი ყველით.რაც შეეხება შაქრით, მარილით, ცხიმით დატვირთვას, ეს პროდუქტები ანთებას უწყობს ხელს და ალბათ არავის სჭირდება საუზმე, რომელიც ანთების და დაავადებების განვითარების ხელშემწყობია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დაალბეთ მაწონში შვრია და დაუმატეთ ეს პროდუქტები… – მარი მალაზონია საუკეთესო საუზმის რეცეპტს გვიზიარებს. 20 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დაალბეთ-მაწონში-შვრია-და/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T08:31:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi