პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ დაანაგვიანონ ქალაქის შემოგარენი, გამწვანებული სივრცეები და ქუჩები, ისარგებლონ...

„დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ დაანაგვიანონ ქალაქის შემოგარენი, გამწვანებული სივრცეები და ქუჩები, ისარგებლონ “თბილსერვის ჯგუფის” ხელსაყრელი, შეღავათიანი მომსახურებით“- “თბილსერვის ჯგუფი”

შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, მუხათგვერდის გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. არეალი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა გიორგი პაპავამ.

“გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის განმავლობაში მატულობს სარემონტო სამუშაოები, ამ მხრივ მდგომარეობა ამ სეზონზე რთულდება. მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილში ყოველდღიურად გვხვდება სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავტომანქანის მეორადი ნაწილები და საბურავები. ამასთანავე, კონტეინერებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება იწვევს ნაგავმზიდი მანქანების დაზიანებას, რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ ხარჯებს და დროს მოითხოვს. დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ დაანაგვიანონ ქალაქის შემოგარენი, გამწვანებული სივრცეები და ქუჩები, ისარგებლონ “თბილსერვის ჯგუფის” ხელსაყრელი, შეღავათიანი მომსახურებით“, – განაცხადა გიორგი პაპავამ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მივმხვდარიყავი, თურმე სახლში ყოფნას არაფერი სჯობს... ტრაილერზე ერთად ვმუშაობდით“ – როგორია სოსო და კოტიკო თოლორაიების ამერიკული ცხოვრება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი