თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ.
როგორც პაატა პატიაშვილმა ღონისძებაზე აღნიშნა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
„სამინისტროსა და ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, 2024-2025 წლებში 1.5 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. ამავე პერიოდში, სამინისტრომ ბიუჯეტიდან 12 მლნ ლარი გამოყო, რაც დაჭრილ-დაშავებული მეომრების სხვადასხვა საჭიროებას მოხმარდა. თქვენი გმირობა და თქვენი თავდადება ის მყარი საყრდენია, რომელზეც დგას დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა სახელმწიფოს, ყველა მოქალაქის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა პაატა პატიაშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ დამსწრე საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროს მიერ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, ფონდის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ. განაგრძეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


