სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებალაშა გეგეჭკორი: „ორკესტრირებული“ პროტესტი მიმდინარეობდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქშიც“. პროტესტს მართავდა რამდენიმე ადამიანი,...

ლაშა გეგეჭკორი: „ორკესტრირებული“ პროტესტი მიმდინარეობდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქშიც“. პროტესტს მართავდა რამდენიმე ადამიანი, მათ არ აწყობთ მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის ჰუმანური გზით შემცირება, რადგან ეს ურტყამს მათ ფინანსურ მოგებას

მიუსაფარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის პროგრამა უნდა გაგრძელდეს უფრო დიდი მასშტაბით, – აღნიშნულია მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორის ლაშა გეგეჭკორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) ჰიპერპოპულაცია. იგი მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნულის გარდა, პრობლემის მართვის მიზნით, რეგიონებში უნდა აშენდეს პოპულაციის მართვის ცენტრები.

„ხელისუფლების ვალდებულებაა, უპასუხოს ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას.

ერთ-ერთ ასეთ პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) ჰიპერპოპულაცია.

მიუსაფარ ცხოველთა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ძირითადი მიზეზებია, მომშენებლების მიერ მათი უკონტროლო გამრავლება, პატრონების მიერ ცხოველთა გარემოში გაშვება და რამდენიმე რეგიონში პოპულაციის მართვის ცენტრების არარსებობა.

2021 წლიდან კახეთში და შიდა ქართლში ოპერირებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრები, რომლებიც ჰუმანური გზით, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების მეთოდით მართავენ მათ რაოდენობას, ამცირებენ მათ უკონტროლო გამრავლებას. ორივე სააგენტომ 2025 წელს ჯამში გააკეთა ამ სახის 7 000-მდე ოპერაცია.

2015 წლიდან კი თბილისში ფუნქციონირებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომელმაც მხოლოდ 2025 წელს 12 000-მდე ოპერაცია გააკეთა.

2025 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 16 ივნისის N 1019 განკარგულებით დამტკიცებული საპილოტე პროგრამის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კახეთის, იმერეთის რეგიონებში და აჭარის ა/რ მასშტაბით ჩაატარა 10 000-მდე მიუსაფარი ცხოველის ცოფზე აცრა-სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაცია-რეგისტრაციის სამუშაოები.

სააგენტოს მიერ ჩატარებული საპილოტე პროგრამა ხელს უწყობს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვას. მნიშვნელოვანია მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა და ანტირაბიული (ცოფზე) აცრა. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ადამიანის და ცხოველის ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

სააგენტომ აღნიშნული სამუშაოები ჩაატარა შესრულებული 15 000 სახელმწიფო კონტროლის და შინაური ცხოველების 300 000 ცოფზე აცრის პარალელურად, რაც უდავოდ წარმატებულ მუშაობად უნდა ჩაითვალოს.

დამატებით ავღნიშნავ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საპილოტე პროგრამის მართვა მიმდინარეობდა ზოგიერთი ცხოველთადამცველის უსაფუძვლო პროტესტის ფონზე. იწერებოდა საჩივრები, თუმცა ავტორებმა ვერ მოიყვანეს ან/და დაამტკიცეს ვერც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა სააგენტოს გადაცდომას, ან ჩადენილ დანაშაულს.

  თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ უძრავი ქონების ბაზარზე

მიზანმიმართული, ხელოვნურად „ორკესტრირებული“ პროტესტი მიმდინარეობდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქშიც“. პროტესტს მართავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთა ინტერესი ამ სფეროში არის მხოლოდ ფინანსური სახის. მათ არ აწყობთ მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის ჰუმანური გზით შემცირება, რადგან ეს პირდაპირ ურტყამს მათ ფინანსურ მოგებას, რომელსაც იღებენ/იღებდნენ შესაბამისი ტენდერებით.

ასევე, ეს ადამიანები ხშირად აქვეყნებენ მიუსაფარი ცხოველების ფოტოებს, საბანკო ანგარიშებს, ქმნიან ფონდებს და არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ემიგრანტებისგანაც ახდენენ შემოწირულობების მიღებას. შემდგომ კი ამა თუ იმ ასეთი ცხოველის ბედი გაურკვეველი ხდება.

ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ მიუსაფარი შინაური ცხოველი (ძაღლი, კატა) არ უნდა ცხოვრობდეს ქუჩაში.

მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს ცხოველთა პოპულაციის ჰუმანური მართვის მხოლოდ ერთი მეთოდი: სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციებით მათი გამრავლების უნარის დაკარგვა.

ვინც ამ მეთოდს ეწინააღმდეგება, ის არ წარმოადგენს ცხოველთამოყვარულს და მათი უფლებების დამცველს. პირიქით, ის არის ამ უმწეო არსებების მტერი და მათში მხოლოდ სარგებელს ეძებს.

1. მიუსაფარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის პროგრამა უნდა გაგრძელდეს უფრო დიდი მასშტაბით.

2. დანარჩენ რეგიონებში უნდა აშენდეს პოპულაციის მართვის ცენტრები“, – აღნიშნულია ლაშა გეგეჭკორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.