პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დაგროვებული ფულით ბოლო მოდელის „მერსედესი“ ვიყიდე, რომელშიც ბენზინის ჩასასხმელი ფული არ მქონდა…“...

„დაგროვებული ფულით ბოლო მოდელის „მერსედესი“ ვიყიდე, რომელშიც ბენზინის ჩასასხმელი ფული არ მქონდა…“ – სტეფანე მძიმე ფინანსური პერიოდის შესახებ

დათო გორგილაძესთან ინტერვიუში სტეფანემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი ფინანსური პრობლემები შეექმნა 2015 წლის შემდეგ:

„ბოლოს ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ დონემდე, რომ შუქის ფულს ვერ ვიხდიდი და ჩემი და მიხდიდა… ისეთი გიჟი ვიყავი, რომ „მერსედესის“ ბოლო გამოშვება ვიყიდე. მარტო მე მყავდა ეს მოდელი. მქონდა დაგროვებული რაღაც ფული და მერე შუქის ფულს ვერ ვიხდიდი. 2015 წელი იყო და ზუსტად 20 ლარი მქონდა, ჩემი შვილი მაშინ იყო 7 წლის, რაღაც მთხოვა, ვუყიდე და ბენზინის ფული არ მქონდა. ეგ იყო და ეგ, როცა ტვინი გადამიტრიალდა. გავყიდე ახალი მანქანა ნახევარ ფასად, ამით გავარემონტეთ მაიას აპარტამენტები ლესელიძის ქუჩაზე, რომელსაც ვაქირავებდით, მე და მაიამ ჰოსტებად გავატარეთ ეს პერიოდი. ჩემს თავს ვუთხარი, რა შემეძლო მეკეთებინა და დავუბრუნდი მუსიკას. ამიტომ ვისაც ჰგონია, რომ ფულის დაგროვება შემიძლია, ასე არ არის…“

  ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს – ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი