„რამხელა ბედნიერებაა პირადად ჩემთვის, რომ 30 წელი, სცენაზე და სცენის მიღმა, თქვენს გვერდით ყოფნის პატივი მქონდა!..“-გია ბა­ღაშ­ვი­ლი კახი კავსაძეს იხსენებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი კახი კავსაძეს იხსენებს:
„დღეს კახი კავსაძე 90 წლის გახდებოდა!
ეს ფოტო 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს, იუმორინას ერთ-ერთ კონცერტზეა გადაღებული, ფილარმონიის სცენის კულისებში.
ზუსტად მახსოვს, იმ დღეს ორი კონცერტი გვქონდა – 15:00 და 19:00. დღის კონცერტის წინ, სცენაზე სარეპეტიციოდ შევდიოდი. ამ დროს, ბატონი კახი, უკვე საკონცერტო ჩაცმული, სმოკინგში გამოწყობილი, ჩვეული ელეგანტური მანერით საგრიმიოროდან გამოვიდა და გამომძახა: “როგორა ხარ გიაჯან? არ გავიაროთ ფიგარო?” ის იყო, უნდა მეპასუხა, რა თქმა უნდა-მეთქი, რომ ფოტოგრაფმა შემოგვაბრუნა: “ბატონო კახი, ბატონო გია, ერთი წამით აქეთ ….” და ეს ფოტო გადაგვიღო…
რა ბედნიერებაა, რომ გვყავდით ბატონო კახი და თქვენი დიდებული ხელოვნება სამარადჟამოდ დარჩა მაყურებლის სულსა და გულში!… და რამხელა ბედნიერებაა პირადად ჩემთვის, რომ 30 წელი, სცენაზე და სცენის მიღმა, თქვენს გვერდით ყოფნის პატივი მქონდა!..
ღმერთმა ნათელში გამყოფოთ ჩვენო უძვირფასესო ადამიანო!“ – წერს გია ბა­ღაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „რამხელა ბედნიერებაა პირადად ჩემთვის, რომ 30 წელი, სცენაზე და სცენის მიღმა, თქვენს გვერდით ყოფნის პატივი მქონდა!..“-გია ბა­ღაშ­ვი­ლი კახი კავსაძეს იხსენებს. 5 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რამხელა-ბედნიერებაა-პირ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi