კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა ბათუმში მდებარე 6 კვების ობიექტი, რომლებსაც მენიუ ქართულ ენაზე არ ჰქონდათ და მომხმარებლებს სერვისს, ძირითადად, რუსულ ენაზე სთავაზობდნენ.
სააგენტოს მიხედვით, მათ ობიექტები 2023 წლის ნოემბერში გააფრთხილეს, თუმცა, უწყების მიერ დაკისრებული ვალდებულება მენიუს ქართულ ენაზე შექმნის შესახებ, არ შესრულდა.
კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა 3 ინდმეწარმე და 3 კვების ობიექტი:
შპს ინვესტ ინ ჯორჯია — 1 789 22 ლარით;
შპს დარია — 1 088 27 ლარით;
ი/მ ალეკსანდრ ვასილევს — 600 ლარით;
შპს ჰარვიდენტი — 600 ლარით;
ი/მ მარია კალუსტიანი — 600 ლარით;
ი/მ ვლადისლავ კირიაკოვი — 600 ლარით;
კონკურენციის სააგენტოს მიხედვით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს უწყების გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
ბოლო ხაზი: უწყების ინფორმაციით, 2024 წლის იანვარსა და თებერვალში, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 4 დარღვევა დაფიქსირდა.
სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 9 700 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ კი , 23 საქმეზე — 21 შეთანხმება გაფორმდა.