მშობლები სკოლის კედელზე გადაძვრნენ, რათა შვილებისთვის გამოცდაზე „შპარგალკები“ მიეწოდებინათ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კურსდამთავრებულების მშობლები სკოლის კედელზე გადაძვრნენ, რათა თავიანთ შვილებს გამოცდაზე გადაწერაში დახმარებოდნენ. შემთხვევა ინდოეთში მოხდა.

ჰარიანას შტატში მდებარე სკოლა სკანდალის ეპიცენტრშია მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ნაჩვენებია მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც კედლებზე მიცოცავენ და ბავშვებს გამოცდის ჩაბარების მიზნით “შპარგალკებს” აძლევენ. საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დარღვევები არ დაფიქსირებულა.

„შესაძლოა, სკოლის გარეთ იყო ქაოსი, მაგრამ შიგნით არანაირი პრობლემა არ ყოფილა“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, მიუხედავად სკოლის დირექციის სრული უარყოფისა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამგვარი თაღლითობა ჩვეულებრივი მოვლენაა და მნიშვნელოვანი გამოცდების დროს უსაფრთხოება მხოლოდ ფორმალობაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ასეთი ამბები ყოველწლიურად ხდება. ჩვენთან არავის უკვირს“, – ამბობს სკოლის ყოფილი მოსწავლე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მშობლები სკოლის კედელზე გადაძვრნენ, რათა შვილებისთვის გამოცდაზე „შპარგალკები“ მიეწოდებინათ. 22 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მშობლები-სკოლის-კედელზე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi