პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგრე­იპ­ფრუტის წვენი აუმ­­ჯო­ბესებს საჭმლისმომნელებელი სის­ტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძ­ლის მუ­შაობას, „წვავს“ ცხი­მებს...

გრე­იპ­ფრუტის წვენი აუმ­­ჯო­ბესებს საჭმლისმომნელებელი სის­ტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძ­ლის მუ­შაობას, „წვავს“ ცხი­მებს და, შე­სა­ბამისად, წონაშიც თავისთავად იკლებენ

გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი ძნელად ეგუება ყინვას, ამიტომაც, სხვა ციტრუსებისაგან განსხვავებით, გაცილებით თბილი გარემო ესაჭიროება. როგორც ჩანს, ამი­ტომაც მცირე რაოდენობით აშენებენ ჩვენს პირობებში. ძირითადად გრეიპფრუტის მოყვა­რულები ამერიკელები არიან – შტატებში მის პლან­ტაციებს საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს.
გამორჩეულად გრე­­იპფრუტს ქალები ეტა­ნებიან. ჭარბი წო­ნის მოსაშორებლად მასზე უკეთეს სა­შუ­ა­ლებას ძნელად თუ იპოვი, თანაც არც დი­­ეტაა საჭირო. გრე­იპ­ფრუტის წვენი აუმ­­ჯო­ბესებს საჭმლისმომნელებელი სის­ტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძ­ლის მუ­შაობას, „წვავს“ ცხი­მებს და, შე­სა­ბამისად, წონაშიც თავისთავად იკლებენ.
გარდა ამისა, გრეიპფრუტი ათე­როს­კლე­რო­ზისგანაც და­­გი­ცავთ, რადგანაც სი­ს­ხლში ქოლესტერინის შემცველობას ამცი­რებს.
ერთი ცალი გრეიპფრუტი შეიცავს იმდენ C ვიტამინს, რამდენიც ადამიანს დღიურად სჭირდება; მასში შემავალი ბიოფლავონოიდები წმენდს და ამაგრებს კაპილარებსა და სისხლ­ძარღვებს. ამიტომ მისი მიღება მათთვისაც აუცი­ლებელია, ვისაც სისხლჩაქცევები აქვს და თრომბის საშიშროება ემუქრება.
ცნობისათვის: მანდარინისა და სხვა ციტრუსოვანთა ყინვაგამძლეობასა და დაავადებების მიმართ მდგრადობას მნიშვნელოვნად ამაღლებს პრეპარატი „ბიორაგი“ .
თუ იმასაც დავუმატებთ, რომ გრეიპფრუტი აფხიზლებს და ამხნევებს ორგანიზმს, ზრდის შრო­მის ნაყოფიერებას, ისღა დაგვრჩენია, ჩვენს მენიუში ხშირად ჩავრთოთ ეს ციტრუსი, ხო­ლო, თუ დასავლეთ საქართველოში ც­ხოვრობთ (განსაკუთრებით შავი­ზღვისპირეთში), თქვენს მამულ-დედულშიც ახაროთ.

ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ უხვი მოსავლიანობით და შეავსებს თქვენს ორგანიზმს ძვირფა­სი ნივთიერებებით…

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

  დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსისკენ 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი