პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„გოგირდი დაწვა, ცხვრის მატყლის დაყრა და სხვა საშუალებები – ყველაფერი მითი“ -...

„გოგირდი დაწვა, ცხვრის მატყლის დაყრა და სხვა საშუალებები – ყველაფერი მითი“ – ზაფხული და ქვეწარმავლები – როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა…

ზაფხული და ქვეწარმავლები

როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა…
საუბრობს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი:
„შიშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ყოველწლიურად არის ცვლილებები პოპულაციის შემცირებასთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს დამოკიდებულია სეზონზე. თუ არ არის კარგი პირობები გველისთვის (კვერცხის დადების, გამოჩეკვის პერიოდი), ამ შემთხვევაში გველების პოპულაცია იკლებს. მომავალ წელს პოპულაცია შედარებით ნაკლებია.
წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ, ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება და ხალხის თვალში იხატება ისეთი სურათი, თითქოს, რაღაც სერიოზულთან გვაქვს საქმე.“ – ამბობს შოთა ზანდუკელი.
მისი თქმით, როცა გველს დაინახავთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წახვიდეთ მისი მიმართულებით. ის თავად არ დაგვსხმება თავს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გველს ვხედავთ?

შოთა ზანდუკელი ამბობს, რომ გველი უძრავ სხეულს ვერ აღიქვამს და „გაშეშება“ ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა.

„გველი უძრავ სხეულს ვერ აღიქვამს. რომ “გავშეშდეთ” და 100 გიურზა დავყაროთ, არც ერთი მათგანი არ გვიკბენს. გაშეშება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა. როგორც კი მოძრაობას დავიწყებთ, ის საფრთხეს იგრძნობს. თუმცა, როდესაც ქვეწარმავალს თავზე წავადგებით და ვერაფერს ვასწრებთ. გველი ამ დროს ინტერესს დაკარგავს, საფრთხედ ვეღარ აღგვიქვამს.

სხვა დროს, როდესაც გველს ვხედავთ და სახეობებს ვერ ვცნობთ, არც ერთ შემთხვევაში, მისი მიმართულებით არ უნდა წავიდეთ. სტატისტიკურად, დაკბენის ძირითადი შემთხვევები ხდება მაშინ, როდესაც მის დაჭერას, მოკვლას ვცდილობთ. ფეხის დადგმა, შემთხვევითობის ამბები ძალიან იშვიათია. 99% შემთხვევაში ყველა გველი გაქცევას ცდილობს. არ აქვს მნიშვნელობა, გიურზა იქნება თუ სხვა სახეობა.

კანის შეცვლის დროს გველი თითქმის ვერაფერს ხედავს. ამ პროცესში თვალებიდანაც სძვრება კანი.

გოგირდი დაწვა, ცხვრის მატყლის დაყრა და სხვა საშუალებები – ყველაფერი მითია“, – განაცხადა შოთა ზანდუკელმა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
Irina Datashvili
  „ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი, ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, ამიტომ, როცა ეჭვი აიღეს, არ დავიჯერე, ჩავთვალე, რომ შეცდომა იყო…“
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი