ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანთან ერთად ნაბიჯები გადაიდგმება – ერდოღანი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ყველაზე ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანთან ერთად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგმება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი მარშრუტების, ტრანსპორტისა და ენერგიის გადაცემის შესაძლებლობების გაუმჯობესება:

„ჩვენ პირადად ვიხილეთ აეროპორტების, გზების, ხიდების, გვირაბებისა და სახლების მშენებლობა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, მე ყურადღებით დავაკვირდი, რისი მიღწევა შეუძლია აზერბაიჯანს. თავისი ბრწყინვალებით, ყარაბაღი კვლავ გახდება რეგიონის მანათობელი ვარსკვლავი. ჩვენ აზერბაიჯანს ყველა საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ. ძვირფას აზერბაიჯანთან ორმხრივ თანამშრომლობასთან ერთად, ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ერთიანობას თურქული სახელმწიფოების დონეზე“.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანთან ერთად ნაბიჯები გადაიდგმება – ერდოღანი. 8 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბაქო-თბილისი-ყარსის-რკინ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi