ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„გიჟი მამაა, ყველაფრის საქმის კურსშია. ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, თამაშზე ლინდამ ისე...

„გიჟი მამაა, ყველაფრის საქმის კურსშია. ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, თამაშზე ლინდამ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო”

“ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს 75 ექსპერტის გადაწყვეტილება იყო და მოსახლეობისგანაც 1 300 000 ხმა მიიღო. 80-მილიონიან ირანში გიორგი საუკეთესო მცველად აღიარეს. უცხო ქვეყანაში დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს წარმატება მის სამშობლოში არც კი გააშუქეს”

“არაფრის ფასად არ მიღირს ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის და პასპორტის დათმობა”,

– თქვა მაშინ, როდესაც ირანის ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს. გიორგი გველესიანის ბიოგრაფია სავსეა წარმატებებით, მიღწევებით, გამარჯვებებით… მისი თავგადასავალი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახლა დაიწყო და უკვე ჩანს, რომ მისი სახით ჩვენს კარს საიმედო მცველი ეყოლება. დაუღალავი შრომით, გიორგიმ მიაღწია დიდ წარმატებას, აღიარებას, ორგზის ჩემპიონობას 80-მილიონიან ირანში, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

გიორგის შესახებ უფრო მეტს მისი დედა ლელა გრძელიშვილი გვიამბობს.

– ქალბატონო ლელა, სულ 2 საათია, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩი დასრულდა, როგორია თქვენი ემოცია?

– ძალიან ბედნიერი ვარ. კარგი იქნებოდა, ჩვენების გამარჯვებით დასრულებულიყო, მაგრამ ამ დონის გუნდთან ფრეც არ არის ცუდი შედეგი. ჩემი შვილის მთელი ცხოვრების ოცნება იყო, ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. დღეს ეს ბავშვობის ოცნება აუსრულდა. ვიცი, გიორგის გული ახლა გახარებულია, ღმერთის მადლობელი ვარ. რაც მთავარია, გიორგი მოედანზე თავის გუნდს გამოადგა, რამდენიმე შეტევა კარგად მოიგერია. მოგეხსენებათ, გიორგი ირანში თამაშობს, იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩასული და ისეთი სიყვარული თუ შეეძლოთ ფეხბურთელების მიმართ, ვერ წარმომედგინა, საოცარი ფანები არიან. იქ გასართობები ნაკლებად არის, ფეხბურთი გამორჩეულად უყვართ. გიორგისთან ერთად ქუჩაში გასვლისას, ჩემი გაკვირვება არ იქნა და აღარ მთავრდებოდა, ყველა ცნობდა როგორც ვარსკვლავს და ყველა თავისებურად ცდილობდა, მისდამი სიყვარული და პატივისცემა გამოეხატა. ფოტოების გადაღებიდან დაწყებული, რაღაც მომსახურებებზე თანხის არგადახდით დამთავრებული. ტაქსის მძღოლებსაც კი არ სურდათ გიორგისგან თანხა აეღოთ და ძალით უტოვებდა. ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, მიხაროდა, მაგრამ თან გულიც მწყდებოდა; ვფიქრობდი, ქართველი ბიჭია და რატომ თავის სამშობლოში არ უნდა ჰქონდეს დაფასება და აღიარება?

გიორგი საოცრად მშრომელია, 7 წელია გადახვეწილია ირანში, წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო, ყოველ წუთს ბრძოლაშია. თუ გინდა, ამ სპორტში კარგი იყო, წუთითაც არ უნდა მოდუნდე.

– გიორგის ირანში მიღწეულ წარმატებებზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა კი მიამბეთ, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.

– ბავშვობაში ფეხბურთი არ აინტერესებდა. იმ პერიოდში მოზარდებში ძალიან პოპულარული იყო მანჩესტერის ფორმა. 6 წლის იქნებოდა, ერთ დღეს მთხოვა: დე, მანჩესტერის ფორმა მიყიდეო. დავპირდი, მოგიტან-მეთქი, მაგრამ შესაძენად რომ წავედი, ვიფიქრე, – ეს ფორმა რად უნდა? ჯერ თამაში ისწავლოს და ფორმას მერე ვუყიდი-მეთქი. საუკეთესო ბურთი შევარჩიე და მოვუტანე. ჩემმა საქციელმა გაანაწყენა: ეს ბურთი რისთვის მოიტანე, მე ფორმა მინდოდაო. ცოტა ხანი რომ გავიდა, ეზოში ჩავიდა და ბურთიც წაიღო, იქ თანატოლებს ეთამაშა, მაგრამ ყველამ აჯობა. მანამდე ბურთი საერთოდ არც ჰქონდა გაგორებული. ამ დღის თუ მარცხის შემდეგ, ინტერესი გაუჩნდა, – რას ჰქვია, მე არაფერი გამომივიდაო და მერე ყოველდღე ჩადიოდა ხან მეგობრებთან ერთად, ხან მარტო და სულ თამაშობდა, კენწლავდა. 2-3 კვირის შემდეგ, ეზოს ბავშვებიდან ყველას აჯობა… სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

მარტი 26, 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

მარტი 26, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

მარტი 26, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

26 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი