შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„სახლში ფეხით წამოვედი. მთელი გზა ცრემლი ნიკაპთან მეფსკვნებოდა. ასეთი სულელი როგორ ვარ,...

„სახლში ფეხით წამოვედი. მთელი გზა ცრემლი ნიკაპთან მეფსკვნებოდა. ასეთი სულელი როგორ ვარ, ასე როგორ მოვიქეცი?ასეთი როგორ ვიკადრე? დღემდე მტანჯავს ამის გახსენება…“ – ზურაბ შევარდნაძის მოგონებები პატრიარქზე

„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ მოგონებებს აქვეყნებს და ილია II-ს განსაკუთრებული სითბოთი ემშვიდობება.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ეპიზოდს მისი მოგონებებიდან:

ეპიზოდი 14

„ოცჯერ მაინც უკითხავს:-ზურაბ თქვენ მარხულობთ არა?

-არა თქვენო უწმინდესობავ მე არ ვმარხულობ.

-თქვენ მარხულობთ არა?-არა არ ვმარხულობ.

-დიდ მარხვაში ხორცს მიირთმევთ?

-დიახ უწმინდესო, ექიმმა დამინიშნა

.-მერე თქვენც მორწმუნე ექიმებთან იარეთ.

ერთხელ სუფრასთან მკითხა ტრაპეზის დროს, სამი მეუფე იჯდა მაგიდასთან უცხო სტუმრებთან ერთად.

-ზურაბ თქვენ მარხულობთ არა?

-არა თქვენო უწმინდესობავ მე არ ვმარხულობ.

-მეუფევ, ამ გურულს თავისი გულწრფელობა აცხონებს.“

 

ეპიზოდი 12

10 წელი გავიდა. დავიღალე, მომბეზრდა. საქმე მომეძალა, ჩემი ბაღი წამომეწია, დედა თეკლემ მოთხოვნები კიდევ უფრო გაამძაფრა. დადგა ის დღე რომ მივედი უწმინდესთან.დილა იყო, ზამთრის ბაღში დამხვდა.

-თქვენო უწმინდესობავ, ათი წელი გავიდა, სასწავლებელში ყველაფერი კარგადაა, უკვე ბევრი ახალგაზრდა გამოიზარდა, დედა თეკლე მშვენივრად ართმევს საქმეს თავს, გთხოვთ მაკურთხოთ, წასვლა მინდა. არ ესიამოვნა.

– ზურაბ არ მაქვს ამწუთას პასუხი, დამელოდეთ მოვიფიქრებ.

გაზაფხულია, ეკლებზე ვზივარ, ნერგი დაყრილი მაქვს დატოვებული ბაღში დასარგავი, ერთი სული მაქვს უკან დავბრუნდე.

მთელი დღე იქ მამყოფა, მასთან ახლოს. ახლა მირონმდინარი ხატი მოაბრძანესო, ახლა ყავაო, ახლა ტრაპეზიო, ახლა მეუფე მობრძანდებაო.

დროდადრო გადმომხედავს.

დაღამდა, ვახშამიო, ღამის ლოცვაო, გულიკო ჩაფიძეო, ნანი ბრეგვაძეო, სიმღერაო, გალობაო, ლოცვაო.

დაშუაღამდა.აღარაფერი აღარ მინდა.

-ზურაბ გამომყევით. შემიძღვა ბუხრიან მომცრო ოთახში.

მე მოვიფიქრე, დაბრძანდით.

დავჯექი უხერხულად.

– იცით მეც თქვენსავით აღარ მომწონს აქ ბევრი რამე. მეც მინდა წასვლა. მოდით ასე გავაკეთოთ, დამელოდეთ და ერთად წავიდეთ. სახლში ფეხით წამოვედი. მთელი გზა ცრემლი ნიკაპთან მეფსკვნებოდა. ასეთი სულელი როგორ ვარ, ასე როგორ მოვიქეცი?ასეთი როგორ ვიკადრე? დღემდე მტანჯავს ამის გახსენება.

 

ეპიზოდი 11

ისევ დაგვიბარა. დედა თეკლე და მე ფურცელზე ჩამოწერილი გეგმით მივედით და ვთხოვდით: საქმე გაიზარდა, ვეღარ აუდივართ, სატვირთო მანქანა ან ტრაქტორი გვჭირდება, სასწავლებლიდან ბაღში მცენარეების, იარაღის ტარება ძალიან გვიჭირს.

  წითელი პარასკევი, გარდამოხსნის წესი, დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა – მაცხოვრის ჯვარცმის დღე

დაფიქრდა.

ზუსტად ვიცი რომ ჰქონოდა იმწუთას მოგვცემდა.

უცებ გაიღიმა. ვირები მოვიყვანოთ და შევაბათ, ბავშვებიც გახალისდებიან.

მეორე დღესვე ჩამოვიყვანე ბოდბისხევის ბაზრიდან ორი ვირი. შალიკო და ოლიკო დავარქვით. სამების ეზოში ვაბამდით პალოზე და ვაძოვებდით. გალაღდნენ, გაიზარდნენ, გათამამდნენ და აღარ ისურვეს მუშაობა.დედა თეკლეს ჭირად ექცნენ.

მისი ჯინა კი ვიყარე. ბოლოს მეგობარს სთხოვა და წინანდლის პარკში გაამწესა.

 

ეპიზოდი 20

საპატრიარქოში მივედი.

უწმინდესი ეზოში დამხვდა. ბევრი ხალხი ირეოდა.ბაღში ძველი საფარი აეთხარათ და ახალ ბაზალტის ფილებს აგებდნენ ქვიშაზე.

– ზურაბ, მოგწოთ ახალი მოკირწყვლა?

-დიახ, თქვენო უწმინდესობავ, რა კარგია, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება ეს ამბავი.

– ერთხელ და სამუდამოდ?

– ერთხელ და სამუდამოდ…

-ერთხელ და სამუდამოდ…

ჩემი იქ ყოფნის დროს, იმ დღეს, ათჯერ მაინც გაიმეორა გაუაზრებლად ნათქვამი ეს სირტვა – ერთხელ და სამუდამოდ…

 

ეპიზოდი 17

ინდოეთიდან დავბრუნდი, 40 დღე იქ გავატარე ახალ დამეგობრებულ მაჰარაჯასთან. უწმინდესის შემდეგ არავის ჩემზე მსგავსი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. უცნაური რამ ვიგრძენი რაჯასტანში. ამით შეწუხებულმა, ეგება და რამეს ვაშავებ, რავიცი უცხო ქვეყანაა, უცხო კულტურაა, უცხო რელიგიაა, სხვა სამყარო და ემოციაა.

უწმინდეს მივმართე, მოვუყევი მოკლედ შთაბეჭდილება, ემოცია გავუზიარე.და გავუბედე:

– როცა ის საუბრობს თქვენზე მეფიქრება, მისი სიტყვები ძალიან ჰგავს თქვენს ქადაგებას, მეშინია.

– ნუ გეშინია, პირიქით გიხაროდეს, ღმერთმა კარგი მეგობარი გამოგიგზავნა. რწმენა სიმაღლემდეა სხვადასხვა, სიმაღლემდე ასული მერე ყველა ერთიანდება. ცრემლები ჩამომცვივდა, შიში გამიქრა.

 

ეპიზოდი 15

– რამდენი სტუდენტი გყავთ ასიდან ისეთი თქვენ რომ ძალიან მოგწონთ?

– ოთხი, თქვენო უწმინდესობავ.

– ამდენი?

 

ეპიზოდი 10

დედა თეკლესთან ავირიე. ვეღარ ვუძლებდი მის გაუთავებელ დავალებებს და აქტიურობას. საქმე და საკეთებელიც მომეძალა ჩემს ბაღში და თავს ვარიდებდი სასწავლებელში სიარულს.

დამირეკა მამა დავითმა უწმინდესი გიბარებთო.რათქმაუნდა ყველაფერი დავყარე და გავიქეცი.

  დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ამიტომ ვერ შევიკავე თავი, ოჯახს დავდევდი და ვთხოვდი, პატიებას" - ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე

თბილად მიმიღო, მომიკითხა.

– მე მითხრეს რომ თქვენ კვირაში მხოლოდ ერთი დღე დადიხართ სამსახურში.

– თქვენო უწმინდესობავ ეს ვინც გითხრათ ის არ გითხრათ, რომ მისი გაძლება უფრო ხშირად შეუძლებელია?ძალიან იცინა.

თქვენ გურულები გადაარჩენთ ამ ქვეყანასო. ბევრი მეფერა და სადილად დამტოვა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.