ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირი/იაფი ღირს - როგორია საქართველოს მაჩვენებელი

ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირი/იაფი ღირს – როგორია საქართველოს მაჩვენებელი

ბენზინის საშუალო ფასი მსოფლიოში 11 მარტის მდგომარეობით, ლიტრზე 1.32 დოლარია. თუმცა სხვადასხვა ქვეყნებს შორის ფასებში მნიშვნელოვანი განსხვავებაა. სტატისტიკას დარგის პორტალი, Globalpetrolprices აქვეყნებს.

პორტალის შეფასებით, როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებს უფრო მაღალი, ხოლო ღარიბ ქვეყნებსა და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ნავთობს აწარმოებენ და ექსპორტს ეწევიან, მნიშვნელოვნად დაბალი ფასები აქვთ. ერთადერთი გამონაკლისი აშშ-ია, რომელიც ბენზინის დაბალი ფასის მქონე ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა.

Globalpetrolprices წერს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ფასების განსხვავება განპირობებულია ბენზინზე განსხვავებული გადასახადებითა და სუბსიდიებით. მართალია, ყველა ქვეყანას საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ერთსა და იმავე ფასებზე აქვს წვდომა, მაგრამ ისინი განსხვავებულ გადასახადებს აწესებენ. შედეგად, ბენზინის ფასი იცვლება და ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

საქართველოში 31-დან 11 მარტის პერიოდში ლიტრა ბენზინის საშუალო ფასი 2.50-3,15 ლარს შეადგენდა, რომელიც 2016 წლის 21 მარტის დროინდელი მინიმალურ 1.65-ლარიან და 2022 წლის 18 ივლისის არაუმეტეს 4-ლარიან ფასებთან მიმართებით არის დადგენილი. შედარებისთვის: მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი ამ პერიოდისთვის 4,67 ლარს შეადგენს.

Globalpetrolprices საქართველოს მონაცემებს ოფიციალური სამთავრობო წყაროებიდან, ასევე, ნავთობკომპანიებიდან და სხვა ძირითადი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პორტალი საქართველოს მონაცემებს ყოველ კვირას აახლებს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ლიტრა ბენზინი ყველაზე ძვირი სომხეთში, ხოლო ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია.

საშუალო ფასი ასეთია (ლიტრა; აშშ დოლარი):
აზერბაიჯანი – 0,59
რუსეთი – 0,60
საქართველო – 1.19
თურქეთი – 1,26
სომხეთი – 1.32
ბენზინის ყველაზე დაბალი ფასით შემდეგი 10 ქვეყანა გამოირჩევა (ლიტრა; აშშ დოლარი):
ირანი – 0,029
ლიბია – 0,031
ვენესუელა – 0,035
ეგვიპტე – 0,26
ალჟირი – 0,34
კუვეიტი – 0,34
ანგოლა – 0,36
ნიგერია – 0,41
თურქმენეთი – 0,43
მალაიზია – 0,44
აშშ-ში ლიტრ ბენზინის საშუალო ფასი 11 მარტის მდგომარეობით 0,98 დოლარი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კი 0,78 დოლარია. ჩინეთში ლიტრა ბენზინი 1,19 დოლარი, ინდოეთში კი 1,26 დოლარი ღირს. ევროპის ქვეყნებში ფასი 1,4-სა და 2,3 დოლარს შორის ვარირებს. მაგალითად, ლიტრა ბენზინზე ყველაზე დაბალი საშუალო ფასი უკრაინაში (1,41 დოლარი) და ბულგარეთში (1,45 დოლარი) ფიქსირდება. ესპანეთში 1ლ. ბენზინი 1,75 დოლარი, ბელგიაში 1,8 დოლარი, გერმანიასა და ფინეთში 1,9, ხოლო საფრანგეთსა და იტალიაში, მინიმუმ, 2 დოლარი ღირს.

ყველაზე ძვირი ბენზინი შემდეგ ქვეყნებშია (ლიტრა; აშშ დოლარი):
ჰოგ-კონგი – 3,1
მონაკო – 2,32
ისლანდია – 2,31
დანია – 2,2
ნიდერლანდები – 2,17
ნორვეგია – 2,12
ისრაელი – 2,11
ლიხტენშტეინი – 2,097
ბარბადოსი – 2,092
საბერძნეთი – 2,08
Globalpetrolprices ძირითადად, ქვეყნების, მათ შორის, საქართვეოლოს ბენზინის ფასს ყოველკვირეულად აახლებს, თუმცა იმ ქვეყნების მონაცემები, რომლებიც საწვავის ბაზრებს არეგულირებენ და რომლებშიც ფასები ხშირად არ იცვლება, მხოლოდ ყოველთვიურად ახლდება.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
6 საუკეთესო ჟელატოს მისართმევი ადგილი იტალიაში

6 საუკეთესო ჟელატოს მისართმევი ადგილი იტალიაში

14 January, 2025
კატარაქტა – თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა

კატარაქტა – თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა

იანვარი 14, 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
კურორტი “გოდერძი” პირველ ადგილზე ევროპის ზამთრის კურორტებში – რეიტინგს სამოგზაურო პლატფორმა “ევროპის საუკეთესო მიმართულებები” აქვეყნებს

კურორტი “გოდერძი” პირველ ადგილზე ევროპის ზამთრის კურორტებში – რეიტინგს სამოგზაურო პლატფორმა “ევროპის საუკეთესო მიმართულებები” აქვეყნებს

იანვარი 14, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
კურორტი “გოდერძი” პირველ ადგილზე ევროპის ზამთრის კურორტებში – რეიტინგს სამოგზაურო პლატფორმა “ევროპის საუკეთესო მიმართულებები” აქვეყნებს

კურორტი “გოდერძი” პირველ ადგილზე ევროპის ზამთრის კურორტებში – რეიტინგს სამოგზაურო პლატფორმა “ევროპის საუკეთესო მიმართულებები” აქვეყნებს

იანვარი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

იანვარი 13, 2025
როგორ შევქმნათ რომანტიული საღამო, ფილმებთან ერთად

როგორ შევქმნათ რომანტიული საღამო, ფილმებთან ერთად

იანვარი 14, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
ორთაჭალაში აფეთქება მოხდა —  დაღუპულია 1 ადამიანი

ორთაჭალაში აფეთქება მოხდა — დაღუპულია 1 ადამიანი

იანვარი 14, 2025
გერმანული სტარტაპი Lilium დაიხურა — ელექტრო ტაქსის შექმნის ოცნება დასრულდა

გერმანული სტარტაპი Lilium დაიხურა — ელექტრო ტაქსის შექმნის ოცნება დასრულდა

იანვარი 14, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი