ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისი„დღემდე არავისთან მილაპარაკია, თქვენ პირველი ხართ“ - 9 ამბავი 9 აპრილზე

„დღემდე არავისთან მილაპარაკია, თქვენ პირველი ხართ“ – 9 ამბავი 9 აპრილზე

ისტორიები, რომლებსაც 9 აპრილის დაღუპულების ოჯახების წევრებისგან 33 წელია ვისმენთ, ამოუწურავია და თითქმის არასდროს მეორდება. ბუნებრივია, არც წლევანდელი 9 აპრილია გამონაკლისი. „პრაიმტაიმმა“ 9 აპრილს დაღუპულების 9 ოჯახის ისტორია მოამზადა.

პრაღაში მიდიოდნენ მეგობრები და ბილეთები დააბრუნა

მერი სადრაძე, თამარ დოლიძის ბიცოლა: „თამუნა განსაკუთრებული ბავშვი იყო, უშიშარი. ის ჩემს ორ შვილთან ერთად გავზარდე.

თამუნა პატრიოტი იყო. ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული. პრაღაში მიდიოდნენ მეგობრები, ზვიადმა როცა გამოაცხადა ყველა უნდა მოვიდეს მიტინგზეო. ბილეთები უკან ჩააბარა.

დავურეკე ჩემს მულს, თამუნა არ გაუშვა მიტინგზე, ტანკები შემოდიან და რამე არ მოხდეს-მეთქი. მეზობელი შეხვდა, სოდიანი წყლითა და მარილით გარბოდა მიტინგზე, გაზებს გაუშვებენო, ზვიადმა თქვაო და თვალების დასამუშავებლად. მეზობლის ქალს უთქვამს, სად მიდიხარ თამუნა უკვე ძალიან საშიში მდგომარეობაა, ტანკები შემოვიდნენო. გაკვირვებული თვალებით მიყურებდა და მიპასუხა, რას ამბობ ვერა დეიდა, თუ ჩემი სისხლი დაიღვრება ჩემი სამშობლოსა და დამოუკიდებლობისთვის, ამაზე დიდი ბედნიერება რა არისო. ჩემი თამუნა ემსხვერპლა სამშობლოს თავისუფლებას.

თამუნა დილას 9 საათზე მორგში ვიპოვეთ. პალტოთი ვიცანი, ყველანი დასიებულები იყვნენ, არ ვიცი რა შეასხეს. თამუნას დედა 5 წელიწადში გარდაიცვალა, შვილის გარდაცვალებიდან.

მე და დედა ხელჩაკიდებულები ვიდექით, როცა დარბევა დაიწყო

თეონა ბაღათურია, ექიმ მზია ჯინჭარაძის შვილი: „იმ დღეს დედასთან და ჩემს დასთან ერთად წავედით რუსთაველის გამზირზე. გვიხაროდა ერთმანეთის ნახვა, იყო ამაღლებული განწყობა. არ ველოდით რომ ასეთი საბედისწერო დღე იქნებოდა ჩვენთვის.

ჩემი და პატარა იყო, 15 წლის. ღამე დედამ ის სახლში წაიყვანა და თვითონ დაბრუნდა. მე და დედა ხელჩაკიდებულები ვიდექით. როცა დარბევა დაიწყო დავკარგეთ ერთმანეთი. მე სრულიად უცნობი ადამაიანები დამეხმარნენ. ეკლესიის ეზოში ჩამახტუნეს. დედას ვეძებდი ყველგან, მთელი ღამე და ბოლოს რესპუბლიკური საავადმყოფოს მორგში ვიპოვე. მქონდა წინათგრძნობა, რომ აღარ იყო. დიაგნოზი მძიმე მოწამვლა იყო, ასევე ხელკეტი ჰქონდა ჩარტყმული.

ნათია ბაღათურია, ექიმ მზია ჯინჭარაძის შვილი: მახსოვს, რომ დედამ როცა დამტოვა სახლთან ხელს რაღაცნაირად ვუქნევდი, რა წინათგრძნობა იყო არ ვიცი…

  დუდანა მაზმანიშვილის სოლო კონცერტი თბილისის კონსერვატორიაში — „თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში ბეთჰოვენისა და შუმანის ნაწარმოებები შესრულდა

43 წლის იყო, ფსიქიატრი გახლდათ. მემორიალთან არასოდეს გავსულვართ, სულ საფლავზე მივდივართ ხოლმე.“

ორმოცი გასული იყო, გონს რომ მოვედი და არ მეუბნებოდნენ, ეკა რომ აღარ იყო

ლალი ბეჟანიშვილი, ეკა ბეჟანიშვილის დედა: „არაფერი არ შეცვლილა თითქოს. დედისთვის არასოდეს არაფერი შეიცვლება. ერთადერთი ველოდები ამ დღეს და მის დაბადების დღეს. ახლა ეკა 46 წლის გახდებოდა.

ეკა მასწავლებელთან მამამისმა წაიყვანა. მასთან ერთად პარალელური კლასელი იყო. არასოდეს არ მიფიქრია, რომ ასეთი სასწაული მოხდებოდა. 8 საათზე სახლში არ მოსულა, მე და ჩემი მეუღლე მის მოსაძებნად წავედით. სამჯერ მოვედით სახლში, გვეგონა თვითონ მოვიდოდა. ბუნდოვნად მახსოვს, პატრიარქის გამოსვლას ვუსმენდით. მოვიწამლე და აღარაფერი მახსოვს… ორმოცი გასული იყო გონს რომ მოვედი და არ მეუბნებოდნენ ეკა რომ აღარ იყო. კედლის ნგრევა დავიწყე, ეკა ფეხშიშველი მოვიდოდა ჩემს სანახავად, დამამშვიდებელი გამიკეთეს. დედა მოვიდა. მივხვდი რომ ეკა აღარ იყო… ბევრჯერ მიფიქრია, თუ ამდენი ბრძოლა ეწერა ჩვენს ქვეყანას ბოლო ის დღე ყოფილიყო…

აზრზე რომ მოვედი აღარავინ აღარ იყო – ზოგი მკვდარი იყო, ზოგიც – მოწამლული

ნუკრი ალბუთაშვილი, ზაირა კიკვიძის შვილი: „რუსის ტანკები რომ ჩამოატარეს აღშფოთებული იყო, „არ უნდა შევარჩინოთო“ – ამბობდა. ცალცალკე ვიყავით. არეულობის დროს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. აზრზე რომ მოვედი აღარავინ აღარ იყო, ზოგი მკვდარი იყო, ზოგიც მოწამლული. არამიანცის პროზექტურაში ვიპოვე. დასკვნაში ეწერა, რომ ქლორითა და ციანიდით იყო მოწამლული. სრულად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.