ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებისაკითხავირატომ ეძახიან გვირილობას ქუთაისობას?

რატომ ეძახიან გვირილობას ქუთაისობას?

გვირილობა ანუ ქუთაისობა აღინიშნება დღეს საქართველოს ერთ- ერთ  ულამაზესსა და ისტორიულ ქალაქში ქუთაისში, რატომ ეძახიან გვირილობას? სტატიიდან შეიტყვეთ ვრცლად 

გვირილობა ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული, იგივე ქუთაისქალაქობა ყოველწლიურად, 2 მაისს აღინიშნება. Ამ დღეს ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ტარდება.

რატომ გვირილობა? 

ქუთაისობა, როგორც საქველმოქმედო ღონისძიება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა. მისი ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

გვირილობა

Პირველად დღესასწაული 1921 წელს ჩატარდა. საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. Დღემდე დღესასწაული ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული. როგორც ყოველთვის “გვირილობა” გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში ტარდებოდა. Ამ დღეს ქუთაისში სახალხო სეირნობები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა გასართობი სანახაობები იმართებოდა.

არც წლევანდელი ქუთაისობა იქნება გამონაკლისი. ტრადიციულად გაიმართება ქალაქის ისტორიულ ცენტრში  სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები, სპორტული და საბავშვო აქტივობები, სპექტაკლები.

წელსაც ტრადიციულად გაერთიანდება  თანამედროვეობა, ტრადიცია ემოცია, სიხარული, მოგონებები და იმედი.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

  ნიკოლ კიდმანი -ახალგაზრდობის საიდუმლოს გვიმხელს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი