შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„გვაქვს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები. მათ შორის, თერმული დრონით მონიტორინგი, სმარტ ტექნოლოგიებით მონიტორინგი....

„გვაქვს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები. მათ შორის, თერმული დრონით მონიტორინგი, სმარტ ტექნოლოგიებით მონიტორინგი. ფოტოხაფანგით მონიტორინგი და ა.შ. მონიტორინგი ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით. გააჩნია რა სახეობას ვაკვირდებით, რა პერიოდში ვაკვირდებით“

31 ივლისს რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნება.

როგორც გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა დავით კობახიძემ განაცხადა, რეინჯერთა დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, დაცული ტერიტორიებისთვის, ვინაიდან რეინჯერების როლი უმნიშვნელოვანესია ამ დაცული ტერიტორიების მართვაში.

„მათ შორის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის კუთხით, დაცვის კუთხით, აღდგენის კუთხით და ა.შ. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო ემზადება ამ დიდი დღისთვის, რეინჯერთა დღისთვის. საქართველოში ოთხ ლოკაციაზე, მათ შორის ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, ალგეთის ეროვნულ პარკში და სათაფლიაზე აწყობს ღონისძიებას. ველოდებით სტუმრებს“, – აღნიშნა დავით კობახიძემ.

რაც შეეხება მონიტორინგს, მისი თქმით, ერთ-ერთი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროცესია.

„ბიომრავალფეროვნებაზე აუცილებლად უნდა გქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა სამომავლოდ დაიგეგმოს ღონისძიებები. მონიტორინგისთვის არსებობს როგორც ტრადიციული მეთოდები, პირდაპირი დაკვირვება, ასევე, გვაქვს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები. მათ შორის, თერმული დრონით მონიტორინგი, სმარტ ტექნოლოგიებით მონიტორინგი. ფოტოხაფანგით მონიტორინგი და ა.შ. მონიტორინგი ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით. გააჩნია რა სახეობას ვაკვირდებით, რა პერიოდში ვაკვირდებით“, – განაცხადა მან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  კიევში ბულგაკოვის ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიანიჭეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი