31 ივლისს რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნება.
როგორც გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა დავით კობახიძემ განაცხადა, რეინჯერთა დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, დაცული ტერიტორიებისთვის, ვინაიდან რეინჯერების როლი უმნიშვნელოვანესია ამ დაცული ტერიტორიების მართვაში.
„მათ შორის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის კუთხით, დაცვის კუთხით, აღდგენის კუთხით და ა.შ. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო ემზადება ამ დიდი დღისთვის, რეინჯერთა დღისთვის. საქართველოში ოთხ ლოკაციაზე, მათ შორის ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, ალგეთის ეროვნულ პარკში და სათაფლიაზე აწყობს ღონისძიებას. ველოდებით სტუმრებს“, – აღნიშნა დავით კობახიძემ.
რაც შეეხება მონიტორინგს, მისი თქმით, ერთ-ერთი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროცესია.
„ბიომრავალფეროვნებაზე აუცილებლად უნდა გქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა სამომავლოდ დაიგეგმოს ღონისძიებები. მონიტორინგისთვის არსებობს როგორც ტრადიციული მეთოდები, პირდაპირი დაკვირვება, ასევე, გვაქვს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები. მათ შორის, თერმული დრონით მონიტორინგი, სმარტ ტექნოლოგიებით მონიტორინგი. ფოტოხაფანგით მონიტორინგი და ა.შ. მონიტორინგი ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით. გააჩნია რა სახეობას ვაკვირდებით, რა პერიოდში ვაკვირდებით“, – განაცხადა მან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „გვაქვს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები. მათ შორის, თერმული დრონით მონიტორინგი, სმარტ ტექნოლოგიებით მონიტორინგი. ფოტოხაფანგით მონიტორინგი და ა.შ. მონიტორინგი ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით. გააჩნია რა სახეობას ვაკვირდებით, რა პერიოდში ვაკვირდებით“. 30 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გვაქვს-ჩვენ-თანამედროვე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T20:11:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
