პარასკევი, აპრილი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგელათის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები იწყება

გელათის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები იწყება

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები იწყება. სამუშაოებს იტალიელი და ინგლისელი სპეციალისტები შეასრულებენ. დღეს სპეციალისტებმა ჟურნალისტებს მოკვლევის პირველადი დასკვნა გააცნეს. მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც განხორციელდება. პარალელურად, იტალიელი სპეციალისტი რობერტო ნარდი მოზაიკას შეისწავლის. დიაგნოსტიკის შემდეგ დაიწყება მოზაიკის კონსერვაციაც.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება. მათივე ინფორმაციით, გაგრძელდება გადახურვის სამუშაოები და მოეწყობა კიდევ ერთი დროებითი გადახურვა.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული-სამეცნიერო საბჭოს მდივანი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ყველა სამუშაო, რომელიც გელათში ჩატარდება, დეტალური სამეცნიერო კვლევის შედეგად არის დაგეგმილი.

„ჩამოსულები არიან ჩვენი ინგლისელი კოლეგები, ასევე მოზაიკის ჯგუფი რობერტო ნარდის ხელმძღვანელობით. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროექტი და არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ერთ წუთში. ამიტომ საჭიროა, სწორად იყოს პროცესი დაგეგმილი. ყველაფერი, რაც აქ ხორციელდება, არის ძალიან დეტალური სამეცნიერო კვლევის შემდეგ დაგეგმილი. ძალიან მალე პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველას გვაწუხებს გელათი და ყველამ ვიცით, რომ არა მარტო გადარჩება, არამედ აქ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება. ექსპერტებმა განსაზღვრეს ყველა პრობლემური წერტილი და შეძლებისდაგვარად ხდება აღდგენა. შეუძლებელია ყველაფრის აღდგენა, ეს პრობლემები ერთი კვირის და ერთი წლის წინ არ არის დაწყებული, საკმაოდ დიდი ხნის არის, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ არის ერთიანობა, სამეცნიერო ხედვა, რომელიც გადის დიდ საერთაშორისო ფილტრს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, ტაძარში 21 კრიტიკული კერაა, რომელზეც სამუშაოები ჩატარდება.

„დღეს სპეციალისტები იწყებენ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც ძალიან კარგი ამბავია, რადგან კედელი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ მხატვრობასთან მუშაობა შევძლოთ. დღეს მოხდება მასალების პირველი დატესტვები და სამუშაოების ჩატარება კრიტიკულ კერებზე. 21 ასეთი კერაა ტაძარში“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა.

  გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მუსიკოსი ლევან შენგელია
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

11 April, 2025
ფიზიკური აქტივობა, ფიზიკური აქტივობის სარგებელი, დაიცავით თქვენი გული

ფიზიკური აქტივობა, ფიზიკური აქტივობის სარგებელი, დაიცავით თქვენი გული

აპრილი 11, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი