დაკავებულია 32 წლის კაცი, რომელსაც შვილის მეგობარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 15 წლის მოზარდი ამტკიცებს, რომ კლასელის მამა სექსუალური ძალადობის გარდა, მას ნარკოტიკული ნივთიერების მიღებასაც აიძულებდა.
შოკისმომგვრელი ჩვენების შემდეგ პოლიციამ კაცი დააკავა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ მოზარდმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.
ირკვევა, რომ 15 წლის მოზარდის ჩვენების საფუძველზე ერთი პირი სასჯელს უკვე იხდის – მასაც გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
ეს ბავშვი მე დამიკავშირდა, სოციალურად დაუცველი იყო, უჭირდა, ამბობდა, დედაჩემი საჭმელს არ მაჭმევსო, სკოლისთვის ჩასაცმელი არ ჰქონდა. შესაბამისად, დავეხმარე.
გულჩათხრობილი ბავშვი იყო, არაფერს გვეუბნებოდა. დედაჩემის თანხმობით რჩებოდა ჩვენთან.
რამდენიმე დღის წინ, პოლიცია შემოვიდა ჩვენს საცხოვრებელში, მოსაწევს ვეძებთო. სამმართველოში რომ მივედით, ჩემი მეუღლის დაკითხვა რომ დასრულდა, იქ მითხრეს, რომ დაკავებული იყო გაუპატიურების მუხლით.
ვუთხარი, რომ მეორე ადამიანი შესწირეთ ამ ბავშვის ენით-თქო. არ ვიცი, რატომ გააკეთა (იცრუა) ამ ბავშვმა. ჩემს მეუღლეში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ”, – ამბობს დაკავებულის ცოლი.
მოზარდის ჩვენების საფუძველზე დაკავებული კიდევ ერთი პირის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდას “პოლიცია გადაეკიდა”, შემდეგ კი უმძიმესი ბრალდებით დააკავეს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). დაკავებულია 32 წლის კაცი, რომელსაც შვილის კლასელი გაუპატიურებაში ადანაშაულებს – რას ამბობს დაკავებულის ცოლი?. 12 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დაკავებულია-32-წლის-კაცი-რო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
