პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ჩემს შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არსად არ...

„ჩემს შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არსად არ ჩაუტანია, მას ამ სენთან ბრძოლაში ბოლომდე გავყვები“ – რას წერს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ანა გუდავას დედა

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ანა გუდავას დედა და აჭარის კულტურის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, თამარ გუდავა სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პროკურატურის ცნობით, მის შვილს არც ერთი გრამი ნარკოტიკი არც თან ჰქონია და არც გასასაღებლად დაუდია სადმე, რისიც თავადაც სჯეროდა.

თამარ გუდავა, რომელმაც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა 6 მარტს, ნარკოდანაშაულის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ცნობიდან მეორე დღესვე დატოვა, ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი აქვს.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული 19 წლის გოგოს დედა, მომხდარი ფაქტის შემდეგ, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახს უსამძიმრებს და წერს, რომ ამ მდგომარეობაში შესაძლოა თავადაც მოხვედრილიყო:

„ჩემო მეგობრებო, განსაცდელით სავსე ურთულეს დღეებს გავდივართ! უპირველესად მინდა უდიდესი ტკივილით სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახის მიმართ… მინდა დედას თანავუგრძნო და მისი მწუხარება გავიზიარო. ამ მდგომარეობაში შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი… აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ ომში და მიუხედავად იმისა, რომ ანანო ცოცხალი გადარჩა, ამ ბრძოლაში ორივე დამარცხებულები ვართ!

მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ, თქვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა, ჩემთვის ამ ძალიან რთულ დღეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში გაცილებით დიდი და ბევრია სიკეთე, ძალიან ცოტა – ბოროტება. თქვენს ამ სიყვარულს და მხარდაჭერას მე აუცილებლად დაგიბრუნებთ!

თითოეული თქვენგანის წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ… როგორც დედას ერთადერთი რისიც მჯეროდა იყო ის, რაც ბრალდების მხარემაც დაადასტურა. გამოძიების პირველ ეტაპზე პროკურატურის ვერსიითაც, ჩემს 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არ ჩაუტანია არსად.

ანანო მიუხედავად იმისა რომ თვითონაც ცუდად იყო, თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი არჩილისთვის და იმ დროს მას არ უფიქრია საკუთარი თავის მიმართ რაიმე საფრთხეებზე. დანარჩენი დეტალები იცის ბრალდების და დაცვის მხარემ და მე როგორც დედას სასამართლოს სამართლიანობის და მიუკერძოებლობის იმედი მაქვს.

  პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა

წლების განმავლობაში, მთელი ჩემი საქმიანობა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ძიებას და შექმნას ემსახურებოდა. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ჩართულიყო კულტურის სფეროში. ამ გზით მინდოდა მათი ინტერესების და ნიჭის მხარდაჭერა.

ამ განსაცდელმა და ტკივილმა, ჩემთვის ახალ რეალობაში, როგორც დედას სრულიად წარმოუდგენელი ახალი ფუნქცია დამაკისრა. ჩემი და ჩემი შვილის ამ ტკივილიან მდგომარეობაზე მე დღეიდან ვისაუბრებ ღიად ყველგან, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც თანამედროვე რეალობაში ბევრი ცდუნების წინაშე დგანან. მჯერა, რომ სწორედ კონკრეტულ მაგალითებზე მუდმივი და პირისპირ საუბრებით შევძლებთ დავიცვათ ჩვენი შვილები ამ ბოროტი სენისგან.

ახლა სიმართლის დადგენის მოლოდინში მე ჩემს შვილს ყველაზე მეტად ვჭირდები… დედა ვარ და მას ამ სენთან ბრძოლაში ბოლომდე გავყვები…

ზოგიერთი ახლა ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირღებიდან” ნაკაშიძის დედას რომ ეუბნებიან იმ სიტყვებს მეტყვის:

მეც ნაკაშიძის დედასავით ვუპასუხებ:

…“ჩემი შვილი მონასტრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან უყუროთ, ან საღებავი გადაუსვათ, წაშალოთ და ზედ ახალი ფრესკა დახატოთ…“

ახლა დაუჯერებელ რეალობაში ახალი და დაუმარცხებელი ძალით მიწევს ცხოვრების გაგრძელება! ამას მხოლოდ თქვენთან ერთად შევძლებ“, – წერს თამარ გუდავა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.