„მთელი ბავშვობა მეგონა გაუნათლებელი ვიყავი.. მასწავლებელი რომ ამაყენებდა, ვერ ვკითხულობდი და მეუბნებოდა, დაჯექი შტეროო.. მერე აღმოვაჩინე, რომ დისლექსია მაქვს“

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ, ევროპოპის ობიექტივში, პროექტის “გასვლითი შეხვედრა” საკუთარ თავზე და ბავშვობაზე ისაუბრა.

„დისლექტიკი ვარ. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია. ასოები მერევა. რაღაცას წავიკითხავ, ჩემს თავში მგონია, რომ ეს არის და რაღაც სხვა არის. მთელი ბავშვობა გავიზარდე იმ აზრით, რომ კითხვაში კარგი არ ვარ, მასწავლებელი რომ ამაყენებდა, წამაკითხებდა რაღაცას, ვერ ვკითხულობდი. მეუბნებოდა, “დაჯექი, შტერო, დებილო, გაუნათლებელო…” მთელი ბავშვობა მქონდა კომპლექსი. სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და ინგლისურის სწავლა არ დავიწყე. იქ მასწავლებელმა მითხრა, წადი, დისლექსიაზე შეემოწმეო. საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო ეს სიტყვა. წავედი და ტესტები გავიარე. საქართველოში მოსახლეობის 14%-ს დისლექსია სჭირს. სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, მთელი ცხოვრება ვერ გავიგებდი, რომ დისლექტიკი ვარ“, – ამბობს გურამ კაშია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „მთელი ბავშვობა მეგონა გაუნათლებელი ვიყავი.. მასწავლებელი რომ ამაყენებდა, ვერ ვკითხულობდი და მეუბნებოდა, დაჯექი შტეროო.. მერე აღმოვაჩინე, რომ დისლექსია მაქვს“. 28 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მთელი-ბავშვობა-მეგონა-გ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T21:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi