პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაბარბარობის რიტუალები შიდა ქართლში

ბარბარობის რიტუალები შიდა ქართლში

მთავარ ფოტოზე: ატენის ბარბარეში მიმავალი მლოცავები


შიდა ქართლში ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ბარბარობა პირველი მეკვლეობაა. ამის თაობაზე გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა თამილა კოშორიძემ სპეციალური ნაშრომი დაწერა.

ბარბარობასთან დაკავშირებულ რიტუალებს ამ ნაშრომში ვრცელი ადგილი უკავია.

მოკლე ისტორიები და ჩანაწერები

თამილა კოშორიძის მიერ მოძიებული მასალის მიხედვით, მეკვლე დიდხანს და დინჯად უნდა მჯდარიყო ტახტზე. თუ ის ადრე ადგებოდა, იმ წელს ოჯახის დიასახლისი კრუხს ვერ გააჩერებდა კვერცხებზე.

ამ დღეს ახალი სიძე აუცილებლად მივიდოდა სიდედრთან და საჩუქარს, ე.წ. “სასიდედროს” მიიტანდა.

“მთავარი მეკვლეობა ბარბარობა იყო. თუ ვინმეს ფეხი დაცდილი გვქონდა, იმას მოვიწვევდით, თუ არა და შემოსწრებული იქნება მეკვლე”

“ბარბარობა დილას ქართლელები ტახტზე ქერის, ხორბლის ან სიმინდის მარცვლებს მოაბნევდნენ უხვად და სახლში შემოსულ მეკვლეს ზედ დასვამდნენ, ფეხებს მოაკეცინებდნენ და თან დასძახებდნენ: – მეკვლევ, კარგად მოიკეცე, რომ წრეულს კრუხებმა კარგად გამოჩეკონ და წიწილები ბლომად მოგვცენო.

ამ დღეს ნაბადმოსხმულ კაცს შინ არ შეუშვებდნენ – ბარბალობას ნაბდიანი კაცის სახლში შესვლამ “მოფუზული” (მობუზული თ.კ.) წიწილები იცისო”

ალი (ფრონეს ხეობაში) – “ბარბალობას ჩვეულებისამებრ აცხობდნენ ლობიან პურებს და ზეთში გაკეთებულ ქადას. ამას ჯამზე დააწყობდნენ, მოიწვევდნენ მეკვლეს, რომელიც ნამცხვარს ხელში აიღებდა და დაილოცებოდა კარგ მოსავალზე. მეკვლეს ფეხებთან სიმინდს ან ხორბალს მიაყრიდნენ, ვითომც თესავდნენ და კარგ მოსავალს შესთხოვდნენ ბარბალეს. შემდეგ ნამცხვრებს შეჭამდნენ” .

ამავე დღეს ცხვებოდა ნიგვზიანი ქადები, რომლებიც გზაჯვარედინზე გაჰქონდათ, ჭრიდნენ და გამვლელ – გმომვლელს ურიგებდნენ, რომ ბავშვებს ინფექციური დაავადებები მშვიდობიანად მოეხადათ. ოჯახში იშლებოდა სუფრა, ანთებდნენ სანთლებს, ზოგი 7 ანგელოზის სახელზე 7 კაკალს ჩააგდებდა ცეცხლში, ზოგიც ხატისთვის დიდ ქადას – ცხრაფურცელას გამოაცხობდა).

მნიშვნელოვანია ის საჩუქარიც, რომელსაც მეკვლე მოიტანს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ტკბილეული. იყო შემთხვევა, როდესაც ბარბარობას ოჯახში შემთხვევით მისულ სტუმარს ჩანთაში ნიორი ჰქონდა და იმ წელს ოჯახში ბევრი უბედურება დატრიალებულა.

  თბილისში დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის შესახებ პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამის შემდეგ ოჯახის პატრონი ისე შეშინებულა, რომ ბარბარობას სტუმრის მოსვლა აღარ უხაროდა.

დღეისათვის საქართველოს ყველა კუთხეში ბარბარობას ცხვება სამარხვო ლობიანები, ხოლო შიდა ქართლში ძველი ტრადიციული ოჯახის დიასახლისი აცხობს ნიგვზიან და “გულიან” (სამარხვო), ქადებსაც.   განაგრძეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Home

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.