განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ა.ჩ. და 1988 წელს დაბადებული ე. ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ მათი პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი კაფსულები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით მიმდინარეობს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. 25 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/განსაკუთრებით-დიდი-ოდენ-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi