ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიგანზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით თბილისში ერთი პირი დააკავეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ყელისა და ფერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 2004 წელს დაბადებულ გ.ვ-ს და 2006 წელს დაბადებულ ს.ვ-ს. მომხდარის შემდგომ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

  ავლაბარი — თბილისის უძველესი უბანი, სადაც ისტორია ცოცხლობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი