ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
“ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს, ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს”, – განაცხადა კალასმა.
კითხვაზე, თუ დაადასტურებს ინფორმაციას მიზნობრივი სანქციების შესახებ და ასევე იმას, რომ სასანქციო სიაში ორი მოსამართლეა, კალასი პასუხობს:
“ჩვენ შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ სასჯელები, მათ შორის ახალგაზრდა მომიტინგეებისთვის, ნამდვილად არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ოპერაციის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც იცით. ადრეც გვქონდა ბლოკირება, მაგრამ ასევე განვიხილავთ სამუშაო მეთოდებს. დღეს ჩვენ საქართველოს წერილს გავუგზავნით უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები კონკრეტულ ვადაში არ დაკმაყოფილდება, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს”.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). განვიხილავთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს – კაია კალასი. 15 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/განვიხილავთ-რა-შეგვიძლი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-21T20:00:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
