ჯანმომ მსოფლიოს ალკოჰოლზე, სიგარეტსა და ტკბილეულზე ფასების მკვეთრი ზრდისკენ მოუწოდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ჯანმომ მსოფლიოს ალკოჰოლზე, სიგარეტსა და ტკბილეულზე ფასების მკვეთრი ზრდისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, 2035 წლისთვის ამ პროდუქტებზე ფასი სულ მცირე 50%-ით უნდა გაიზარდოს. ჯანმოს ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს ზომა ქრონიკული დაავადებების განვითარებას შეაკავებს და სახელმწიფოებს ბიუჯეტის გაზრდაშიც დაეხმარება.

ორგანიზაციაში შეშფოთებულები არიან მსოფლიოში არაინფექციური დაავადებების ზრდით, რაც ჯანდაცვის სისტემებზე წნეხს აძლიერებს. ჯანმოში აღნიშნავენ, რომ არაინფექციური დაავადებები, მათ შორის გულის დაავადებები, კიბო და დიაბეტი მსოფლიოში გარდაცვალების შემთხვევების 75%-ის მიზეზია.

ალკოჰოლზე, სიგარეტსა და ტკბილეულზე ფასების ზრდა მომდევნო 50 წლის განმავლობაში ნაადრევი გარდაცვალების 50 მილიონ შემთხვევის პრევენციას შეძლებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჯანმომ მსოფლიოს ალკოჰოლზე, სიგარეტსა და ტკბილეულზე ფასების მკვეთრი ზრდისკენ მოუწოდა. 3 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯანმომ-მსოფლიოს-ალკოჰოლზ/

  „უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით დასრულება ტრამპის პრიორიტეტად რჩება“
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi