სადგურის მოედანზე, კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას თხემის ძვლის მოტეხილობა უფიქსირდება. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტს ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, კონსულტირებულ იქნა ნეიროქირურგის მიერ. ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალა-სარქვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია”, – აცხადებს “გლობალ მედის” საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი სოფიო ბაბუციძე.
ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული – სადგურის მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გვიან ღამით მოხდა მიმდებარე ტერიტორიების ყვითელი ლენტით შემოსაზღვრაც, ავარიული კორპუსიდან კი მოსახლეობა სასტუმროებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო დეპარტამენტი, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის მერიც.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა – ავარიული კორპუსიდან ჩამოვარდა პარაპეტი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). როგორია კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა. 15 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორია-კორპუსის-ფასადის/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-21T20:00:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
