“მსურს, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე! გვაქვს მყარი საფუძველი და დიდი იმედი…“” – გიორგი მამალაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

“ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

მსურს, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე! შვიდწლიანი მძიმე ბრძოლისა და გაურკვევლობის შემდეგ, ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულმა ზუსტმა დიაგნოსტირებამ, რთულმა ნეიროქირურგიულმა ოპერაციამ და ინტენსიურმა რეაბილიტაციამ რეალური შედეგი გამოიღო.

დღეს გვაქვს მყარი საფუძველი და დიდი იმედი, რომ გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით გაგრძელდება. მადლობა ღმერთს, ჩემს ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა და დგას. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!” – წერს გიორგი მამალაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2024 წელს, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გამოვიდა.

იგი სამართალდამცავებმა 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, იმ დროს, როდესაც გერმანიაში, ბერლინის მიმართულებით გამგზავრებას გეგმავდა. იმ პერიოდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ბერლინში სამკურნალოდ იმყოფებოდა და ოპერაციას იტარებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზის ბარგის შემოწმებისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ტოქსიკური ნივთიერება — ნატრიუმის ციანიდი, რომელიც, უწყების მტკიცებით, ფარულად იყო შენახული. მოგვიანებით საგამოძიებო უწყებამ განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “მსურს, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე! გვაქვს მყარი საფუძველი და დიდი იმედი…“” – გიორგი მამალაძე. 7 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მსურს-გაგიზიაროთ-მნიშვნ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi