ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგაიზრდება თუ არა ჩინეთში წასვლის მსურველთა რიცხვი? - „მორჩა, იაფი ტურიზმი აღარ...

გაიზრდება თუ არა ჩინეთში წასვლის მსურველთა რიცხვი? – „მორჩა, იაფი ტურიზმი აღარ არსებობს“

ჩინეთში ტურისტულად პრაქტიკულად, არავინ დადის საქართველოდან. ერთ-ორი გამონაკლისი გარდა, – ამის შესახებ ტურისტული კომპანიის „კლარკ & რობინსონს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით, მნიშვნელოვანი არაფერი იცვლება, რადგან ვიზის მიღებაც დიდი სირთულეს არ უკავშირდებოდა, თუმცა, თუ ავიამიმართულებები დაემატება, ამან შესაძლოა, ტურისტულ სააგენტოებს გარკვეული ბიძგი მისცეს.

ამასთან, მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, რომ იაფი ტურიზმის აღარ არსებობს, შესაბამისად, ჩინეთში ვიზიტიც ბიუჯეტური ვერ იქნება.

„ჩინეთში ტურისტულად პრაქტიკულად არავინ დადის საქართველოდან. ერთ-ორი გამონაკლისი გარდა. ახლა შესაძლოა, ამან გარკვეული ბიძგი მისცეს ტურისტულ სააგენტოებს და თუ ჩინეთს მიმართულებით ბევრი ფრენა იქნება, მაგალითად, პეკინზე პირდაპირი რეისი, აზრი ჰქონდეს, რომ წაიყვანო ტურისტები. იქ მარტო კედელი ხომ არ არის, ბუნებაა საოცარი და უამრავი ტექნოლოგიური მიღწევები აქვთ, ბევრი რამეა სანახავი. მაგრამ ძალიან შორს არის, ბილეთი მაინც ძვირი იქნება და ადგილზეც, ვერ ვიტყვით, რომ იაფია ყველაფერი. მორჩა, იაფი ტურიზმი აღარ არსებობს, დამთავრდა, სამწუხაროდ. მანამდეც, ვიზის მიღება არანაირ სირთულესთან არ იყო დაკავშირებული. ანუ, ფაქტობრივად არაფერი იცვლება ამით“,- ამბობს მამუკა კელაურაძე.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს დააწესებს. მანამდე, გასული წლის სექტემბერში, საქართველომ დააწესა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

13 March, 2025
ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

მარტი 13, 2025
5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 13, 2025
ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

მარტი 13, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

მარტი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

მარტი 13, 2025
რომელი ესთეტიკური პროცედურებია პოპულარული და რა ასაკიდან იწყება გაახალგაზრდავებაზე ზრუნვა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ-ესთეტიკ ნატალია ბარბაქაძესთან

რომელი ესთეტიკური პროცედურებია პოპულარული და რა ასაკიდან იწყება გაახალგაზრდავებაზე ზრუნვა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ-ესთეტიკ ნატალია ბარბაქაძესთან

მარტი 13, 2025
რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

13 მარტი 2025
ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

მარტი 13, 2025
ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

მარტი 13, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი