შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგაეროს სპიკერი: „გენერალური მდივნის გზავნილი ნათელია - დიპლომატია არის ერთადერთი და საუკეთესო...

გაეროს სპიკერი: „გენერალური მდივნის გზავნილი ნათელია – დიპლომატია არის ერთადერთი და საუკეთესო გზა“

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „დიპლომატია არის ერთადერთი და საუკეთესო გზა“ ისრაელ-ირანის მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განუცხადა.

ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში ხვალ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდებიან.

„გენერალური მდივნის გზავნილი ნათელია. შეწყვიტეთ სამხედრო მოქმედებები, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. დაუბრუნდით დიპლომატიას და ნებისმიერ ფასად თავიდან აიცილეთ ამ კონფლიქტის საერთაშორისო დონეზე გადატანა“, – აღნიშნა დუჟარიკმა.

  რას ითხოვს პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად -"როიტერი" წერს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი