გაეროს სპიკერი: „გენერალური მდივნის გზავნილი ნათელია – დიპლომატია არის ერთადერთი და საუკეთესო გზა“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „დიპლომატია არის ერთადერთი და საუკეთესო გზა“ ისრაელ-ირანის მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განუცხადა.

ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში ხვალ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდებიან.

„გენერალური მდივნის გზავნილი ნათელია. შეწყვიტეთ სამხედრო მოქმედებები, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. დაუბრუნდით დიპლომატიას და ნებისმიერ ფასად თავიდან აიცილეთ ამ კონფლიქტის საერთაშორისო დონეზე გადატანა“, – აღნიშნა დუჟარიკმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გაეროს სპიკერი: „გენერალური მდივნის გზავნილი ნათელია – დიპლომატია არის ერთადერთი და საუკეთესო გზა“. 20 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გაეროს-სპიკერი-გენერალ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi