აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი ვაჟის, ჰანტერის შეწყალებას. იმ დღიდან, რაც თანამდებობა დავიკავე, განვაცხადე, რომ არ ჩავერეოდი იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჩემი სიტყვა შევასრულე, მიუხედავად იმისა, რომ ვუყურებდი, როგორ ხდებოდა ჩემი შვილის შერჩევითი და უსამართლო დევნა“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
ბაიდენი ამბობს, რომ მისი შვილის საქმეებში ბრალდებები გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონგრესში რამდენიმე პოლიტიკურმა ოპონენტმა წამოიწყო ისინი მასზე თავდასხმის მიზნით. თუმცა, ბაიდენი აღნიშნავს, რომ მას სჯერა მართლმსაჯულების სისტემის, მაგრამ ასევე სჯერა, რომ უხეშმა პოლიტიკამ დააინფიცირა ეს პროცესი და გამოიწვია მართლმსაჯულების არასწორად აღსრულება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება როგორც მამამ და პრეზიდენტმა.
ჰანტერ ბაიდენის ადვოკატებმა სისხლის სამართლის საქმეებზე მოსამართლეებს უკვე ოფიციალურად შეატყობინეს შეწყალების შესახებ.
„სიენენის“ ცნობით, შეწყალება ნიშნავს, რომ ჰანტერ ბაიდენს არ მიესჯება სასჯელი 2014 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირვლე დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის და მისი დაპატიმრება გამორიცხულია. ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, შვილის შეწყალებით, ჯო ბაიდენმა დაარღვია არაერთი საჯარო დაპირება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს და მას შემდეგაც გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ მის შვილს არ შეიწყალებდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ჯო ბაიდენმა საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა. 2 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯო-ბაიდენმა-საკუთარი-შვი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T13:01:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
