პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგააძლიერებს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს - „ჩინეთის მხარესთან გავაფორმეთ...

გააძლიერებს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს – „ჩინეთის მხარესთან გავაფორმეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომელთა ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გამყარდება“-მარიამ ქვრივიშვილი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შორის გაფართოებული შეხვედრის დასრულებისას სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის. ორივე ლიდერმა ისაუბრა იმ ახალი მიზნების გარშემო, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს. შეხვედრისას ხელი მოეწერა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელთა ფარგლებში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მეტად გამყარდება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ვანგ ვენთაომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი შევიდა.

„განახლებულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოდან ჩინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე. ასევე აღნიშნულ დოკუმენტში განახლდა საინვესტიციო მიმართულების პუნქტი, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ერთობლივი განვითარების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (CAAC) მოადგილე ხან ძუნიმ.

„საავიაციო შეთანხმება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ასევე დამატებით ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიას შორის ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

  რა შემთხვევაში იქნება დასაშვები 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.