„შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და თავბრუსხვევა…“ – სურსათის უვნებლობის ექსპერტი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის უვნებლობის ექსპერტი ირაკლი არაბული ამბობს, რომ ბაზარზე არსებული ნიტრატებს დოზის გასაზომი აპარატები დაახლოებით 30%-იან ცდომილებას იძლევა და მათი მონაცემები ლაბორატორიულ კვლევებთან შედარებით მხოლოდ საეჭვო შემცველობის მინიშნებად უნდა იქნეს აღქმული.

„ეს აპარატი იძლევა 30%-იან ცდომილებას და მწარმოებელიც მსგავს რეკომენდაციას იძლევა.

ისეთი შედეგის მიღება, როგორიც ლაბორატორიაშია შესაძლებელი, ამ აპარატით ვერ მოხდება, რადგან ის სხვა მეთოდებით ადგენს მონაცემებს. ეს აპარატი უბრალოდ გაძლევს მინიშნებას, რომ პროდუქტში შესაძლოა საეჭვო რამ იყოს და მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს.

რაც შეეხება ნიტრატებს — როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, თუ ადამიანი ერთ ჯერზე მიიღებს ისეთ პროდუქტს, რომელშიც ნიტრატების რაოდენობა ძალიან მაღალია (მაგალითად, კილოგრამობით), შესაძლებელია მისმა ზემოქმედებამ იმავე მომენტში იმოქმედოს. თუმცა რეალურად ადამიანი კილოგრამობით არც ერთ ხილსა და ბოსტნეულს არ იღებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

თუ მაინც მოხდა დიდი რაოდენობით ნიტრატების მიღება, მათ აქვს თვისება, რომ მომენტალურად გამოიწვიოს გარკვეული სიმპტომები — როგორიცაა გულისრევა, თავბრუსხვევა და ა.შ.

რაც მთავარია, ბოლო კვლევების მიხედვით ნიტრატები ორგანიზმში არ რჩება“, – ამბობს ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და თავბრუსხვევა…“ – სურსათის უვნებლობის ექსპერტი. 8 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შესაძლოა-გამოიწვიოს-გულ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi