ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ნათია გადელიამ (+86 კგ) ატაცში ბრინჯაოს, აკვრასა და ორჭიდში კი ოქროს მედლები მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ძალოსანმა ატაცში 106 კილოგრამი დაძლია, აკვრაში 135 კილოგრამი, ორჭიდის ჯამში კი 241 კილოგრამი მოაგროვა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (88 კგ) სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, სამი ოქროს მედალი მოიპოვა გოგა ჯაჯვანმაც (94 კგ); საბა ასანიძემ (94 კგ) ორი ბრინჯაოს მედალი; მანუჩარ გოგოხიამ (88 კგ) ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი, გიგა ოდიკაძემ (60 კგ) კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა; ზურაბ მსხალაძემ (88 კგ) ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა; ნანა ხორავამ (77 კგ) ორი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ვერცხლის მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი გერვასი თაბაგარმა (94 კგ); მარიამ მურღვლიანმა (+86 კგ) კი სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ძალოსანი ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია. 4 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ძალოსანი-ნათია-გადელია-ე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
