ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსბელიაშვილზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია კორპუსში შევარდა

ბელიაშვილზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია კორპუსში შევარდა

ბელიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევარდა:

9 მარტს საღამოს 11 ის ნახევარზე ბელიაშვილის 68 ნომერში იყო საშინელი სროლის ხმა,რესტორნიდან გასროლილი ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შემოვარდა – ინფორმაციას და ფოტომასალას ამის შესახებ “მთავარი არხის” ვებგვერდს ერთ-ერთი ადგილობრივი აწვდის.

მისივე ცნობით, დაცხრილულია მე-16 და მე -14 სართული.

სახლში მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქე კი “ფორმულასთან” საუბარში ამბობს, რომ ხუთჯერ გაისროლეს. მისივე თქმით, ადგილზე მისულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

“დაახლოებით ერთი საათის წინ გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, წისქვილის, თეატრის რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო”- აღნიშნა მან.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  მკვლელობა სოფელ ქეშალოში - სასამართლომ ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი