ბელიაშვილზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია კორპუსში შევარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბელიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევარდა:

9 მარტს საღამოს 11 ის ნახევარზე ბელიაშვილის 68 ნომერში იყო საშინელი სროლის ხმა,რესტორნიდან გასროლილი ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შემოვარდა – ინფორმაციას და ფოტომასალას ამის შესახებ “მთავარი არხის” ვებგვერდს ერთ-ერთი ადგილობრივი აწვდის.

მისივე ცნობით, დაცხრილულია მე-16 და მე -14 სართული.

სახლში მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქე კი “ფორმულასთან” საუბარში ამბობს, რომ ხუთჯერ გაისროლეს. მისივე თქმით, ადგილზე მისულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

“დაახლოებით ერთი საათის წინ გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, წისქვილის, თეატრის რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო”- აღნიშნა მან.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბელიაშვილზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია კორპუსში შევარდა. 10 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბელიაშვილზე-სავარაუდოდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi