9 მარტს აშშ-ს პენსილვანიის შტატში, ლანკასტერის საგრაფოში შუა დღის საათებში მოხუცთა სახლის მახლობლად მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ძლიერი ხანძარი და რამდენიმე ავტომობილის აალება მოყვა.
ლანკასტერის პოლიციის ბიუროს ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. CNN-ის ცნობით, პოლიციას ამ დროისთვის დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა CNN-ის პარტნიორი WGAL იტყობინება, რომ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანაა.
პარკინგი, სადაც თვითმფრინავი დაეცა, Lancaster Airport-იდან მხოლოდ ორ ქუჩაში მდებარეობს და მოხუცებულთა თავშესაფარს, Fairview Meadows-ს ემსახურება.
Lancaster Airport-ის საჯარო ჩანაწერების მიხედვით, Southern Airways Express-ის სამგზავრო თვითმფრინავი უნდა დაშვებულიყო აეროპორტში 14:14 საათზე. ის კვირას, ვირჯინიაში მდებარე Dulles International Airport-იდან აფრინდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). პენსილვანიაში მოხუცთა სახლის მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა. 10 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პენსილვანიაში-მოხუცთა-სა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-16T22:22:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
