ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე სუს-ში გამოძიება გრძელდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. დღეს, საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პირი გამოიკითხება.

მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლები – ნადიმ ხმალაძე და ლაშა ჭიღლაძე.

გამოკითხვის შემდეგ, ლაშა ჭიღლაძესა და მის ადვოკატს, ტერორიზმის მუხლი საერთოდ არ უხსენებიათ და მხოლოდ 315-ე მუხლზე საუბრობდნენ, რომელიც შეთქმულებას ან ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას გულისხმობს.

მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოუწევს ჩვენების მიცემა უკრაინის ომში მონაწილე კიდევ ერთ ქართველსაც. კონსტანტინე ჯღამაია მოდულის შენობაში, ადვოკატთან ერთად, უკვე იმყოფებოდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და დაკითხვა სასამართლოში არჩია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე სუს-ში გამოძიება გრძელდება. 23 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტერორიზმის-მომზადებისა-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi