თბილისში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.დ. დააკავეს.

მას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზ.დ.-მ, მეგობარ ქალს –  1992 წელს დაბადებულ თ.წ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ”, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 150-ე მუხლით, 11-პრიმა 151-ე მუხლით, 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 8 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ოჯახის-წევრის-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi