სახელმწიფო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სხვადასხვა სამკურნალო მედიკამენტს შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს გადასცემს:
- პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:
- მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 100 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს:
- მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 75 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს:
- როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?
- პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;
- მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი),
- ვეტერანს;
- პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეს;
- ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეს;
- გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობას.
0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:
- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
- დიაბეტი (ტიპი II);
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- ეპილეფსია;
- პარკინსონის დაავადება.
მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 100 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს:
- პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;
- პენსიონერი;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი);
- ვეტერანი;
- გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 75 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს:
- პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;
- ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე.
- 0-5 წლამდე ასაკის ბავშვი მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 50 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს. წლიური ლიმიტი 0 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 50 ლარს, ხოლო 0 – 5 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებისათვის – 100 ლარს.
როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?
პროგრამული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ბენეფიციარის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის მოდულში, სადაც ხდება პაციენტის პირადი ნომრით იდენტიფიცირება, შესაბამისი დაავადებათა ჯგუფის და დიაგნოზის არჩევის შემდეგ მედიკამენტის გამოწერა.
ქიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი აისახება სააფთიაქო ქსელში. ამის შემდგომ, პაციენტს შეუძლია გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი პროგრამაში ჩართული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელის ფილიალიდან. მედიკამენტის მისაღებად, ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ვის გადასცემს სახელმწიფო სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ – აფთიაქებისა და მედიკამენტების ჩამონათვალი. 12 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვის-გადასცემს-სახელმწიფო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T14:41:48+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
