ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს - FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა

ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს – FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა

ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს – FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა.

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დააწესა კონკრეტული ზღვარი, რომელიც ბავშვთა საკვებში ტყვიის შემცველობის გამოყენებისას მწარმოებლებმა უნდა დაიცვან.

აღსანიშნავია, რომ ამ დადგენილების მიღება პირველად გასული წელს მოითხოვეს, როდესაც აშშ-ში, 2024 წლის ოქტომბრიდან აპრილამდე – ვაშლისა და დარიჩინის პიურის მირთმევის შემდეგ 560-ზე მეტი ბავშვი დაავადდა. პაციენტებს ხილის ფაფის მირთმევის შემდეგ სისხლში, ტყვიის შემცველობა 8-ჯერ ჰქონდათ მომატებული.

ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ ე.წ.ვაშლის დარიჩინის პიურე კანონით განსაზღვრულზე, 200-ჯერ მეტ ტყვიას შეიცავდა. FDA-ის მიერ დაწესებული შეზღუდვა ასე გამოიყურება – ათას კილოგრამ ბავშვის საკვებში ტყვიის შემცველობა 10 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ანუ ბავშვის თხევად ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულსა თუ პუდინგების 1 ცალ შეკვრაში ტყვიის შემცველობა უნდა იყოს 0.000001 მილიგრამი. მწარმოებლები ვალდებულები არიან დაიცვან FDA-ის მიერ გაცემული ეს წესი, წინააღმდეგ შემთხვევაში – ისინი დაჯარიმდებიან.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 30 აპრილს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი